მომღერალი და ლოტბარი გივი შანიძე გარდაიცვალა
1738779226
ინდოეთის ტამილ ნადუს ცენტრალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელახლა გამოყენებულ ზეთში შემწვარი საკვებმა (როგორიცაა კარტოფილი ფრი...) შეიძლება, გამოიწვიოს ნეირონების გადაგვარების პროცესი, რითაც ზრდის ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს. შედეგები წარმოდგენილია Discover BMB-ზე.
მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემწვარი საკვები არა მხოლოდ ზრდის საკვებში კალორიების რაოდენობას, არამედ აშორებს ზეთს ბუნებრივ ანტიოქსიდანტსა და ჯანმრთელობისთვის სასასარგებლო ნივთიერებებს. ზეთი, რომელიც რამდენჯერმე გამოიყენება, ასევე, შეიძლება შეიცავდეს მავნე კომპონენტებს, როგორიცაა აკრილამიდი და ტრანს ცხიმები.
ხელახლა გამოყენებული ზეთის ჯანმრთელობის პოტენციური რისკების დასადგენად, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ვირთხებზე.
30-დღის შემდეგ, კვლევამ აჩვენა, რომ ვირთხებს რომელსაც მრავალჯერად ზეთზე დამზადებულ საკვებს აძლევდნენ აღენიშნებოდათ ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესი და ღვიძლში ანთება. ასევე, მნიშვნელოვანი დაზიანება მსხვილი ნაწლავზე.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ზეთის განმეორებით მოხმარება ცვლის ღვიძლში ლიპიდურ მეტაბოლიზმს და ამცირებს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის DHA-ს ტრანსპორტირებას, რაც მნიშვნელოვანია ტვინისთვის. ასეთმა გარდაქმნებმა გამოიწვია ნეიროდეგენერაცია - ნეირონების ფუნქციის პროგრესირებადი დაკარგვა. ნეიროდეგენერაცია დამახასიათებელია ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებისთვის.
მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ნეირონების დისფუნქცია დაკავშირებული იყო ნაწლავ-ღვიძლი-ტვინის ღერძის დარღვევებთან. ეს არის ორმხრივი ბიოქიმიური სიგნალიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფიზიოლოგიური ფუნქციების რეგულირებაში. ამ ღერძის გაუმართაობა კი დაკავშირებულია სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების განვითარებასთან.