ბოსტნეულისგან შექმნილი ინსტრუმენტებით შესრულებული მუსიკალური ნომერი და გინესის რეკორდი - ნახეთ ვიდეო

ორკესტრი

გაგიკვირდებათ და, ვენის ერთ-ერთი ორკესტრი მუსიკალურ ნომრებს ბოსტნეულისგან შექმნილი ინსტრუმენტებით ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც ორკესტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, თავიდან ყველაფერი ხუმრობით დაიწყო:

„ვფიქრობდით, რა არის ის, რისი საშუალებითაც მუსიკის შექმნა ყველაზე რთულია? და შემდეგ ამ იდეამდე მივედით". 

ცოტა ხნის წინ ეს უჩვეულო ორკესტრი გინესის რეკორდსმენი გახდა.