1741283576
თმა დიდი რაოდენობით ინფორმაციას იმახსოვრებს - ნახეთ, მარტივი ხრიკი, ნეგატივის მოსაშორებლად

ასტროლოგი ნინა სუსლოვა თმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს:
„თმა ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას იმახსოვრებს, ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ისევე, როგორც ფრჩხილები. პატარა ხრიკს გასწავლით: თუ ხვდებით, რომ დამძიმებული ხართ, ვერ გრძნობთ თავს კარგად და ატარებთ გაშლილ თმას, შეგიძლიათ, თმა ხელში მოიქციოთ და დაგროვებული ნეგატივი ხელის ჩამოსმით მოიშოროთ. კაცებსაც შეუძლიათ წვერის დახმარებით მსგავსი მეთოდით სარგებლობა.
ძველ დროში იმიტომ ჰქონდათ გრძელი თმა, რომ ინფორმაციას კარგად ინახავს.
ქალებში გავრცელებული პრაქტიკაა - დაშორების შემდეგ თმას მოკლედ იჭრიან. ის ენერგია, ინფორმაცია, რომელიც დააგროვეს, აღარ უნდათ და იშორებენ. ამ დროს ენერგია ნულდება, ახლდება. ცუდი არ არის.
ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული - ჩვენი თვალის, თმის ფერი და ა.შ განისაზღვრება ერთ-ერთი კონკრეტული ენერგეტიკული ცენტრით, სადაც ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ. ნებისმიერი მანიპულაციას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, უმნიშვნელოც კი (ყურის გახვრეტა, თმის შეჭრა) შეაქვს ინფორმაცია ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრში. შესაბამისად, შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე დადებითად, მოგვიტანოს წარმატება, ან პირიქით - იმოქმედოს უარყოფითად. შესაბამისად, თითოეული ცვლილება ჩვენს ცხოვრებას ცვლის“, - ამბობს ნინა სუსლოვა.