„ვისურვებდი, რომ უფრო მშვიდ, მეგობრულ გარემოში მომხდარიყო“ - სალომე კაპანაძე პრეოქტში ხელის თხოვნის მომენტს იხსენებს

სალომე კაპანაძე

თითქმის 2 თვეა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, სალომე კაპანაძე „პრაიმტაიმს“ საკუთარ ემოციებზე ესაუბრება. როგორც სალომე ამბობს, პროექტში შესვლამდე მანდ ბევრი რამე დათმო.

მონაწილე საუბარში ხელის თხოვნასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ არც ერთი სცენა დადგმული არ ყოფილა.

“ამ პროექტში მოსასვლელად მე ბევრი რამ დავთმე, რომ რაღაც მიმეღო. ეს არ არის ის, რომ მე აუცილებლად უნდა მომეგო ეს პროექტი, თუმცა ეს სამი თვე უნდა ყოფილიყო რაღაცის მომცემი. ის არ უნდა იყოს მხოლოდ, რომ მოვედი, დაგენახეთ, ჩუმად ვარ და წყნარად ვარ. ასეთი რამ არ მქონია გეგმაში. როგორი ხასიათებიც მქონდა და როგორც მინდოდა მაყურებელს გაეცნო ჩემი თავი, ისე დავიწყე აქ ცხოვრება, თუმცა მომიწია და მიმიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ გამომეჩინა ის მხარეები, ზოგისთვის ძლიერი და ზოგისთვის სუსტი, რომელიც აქამდე არ გამოსულა ჩემგან.  ეს იყო აფექტის მდგომარეობა, გაბრაზებაც, წყენაც...“,- ამბობს სალომე კაპანაძე. 

- ბევრი ამბობს, რომ შენი ხელის თხოვნა დადგმული და შოუს ნაწილი იყო, შენ რას იტყოდი ამაზე?

- კიდევ კარგი რომ ხელის თხოვნა მოხდა, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაც მიმართულება გაუჩნდათ ცხოვრებაში მაჭანკლობის მხრივ... მთავარი ის არის, რომ მე არ ველოდი ამ ყველაფერს. ვისურვებდი, რომ უფრო მშვიდ, მეგობრულ გარემოში მომხდარიყო ეს ყველაფერი, ან საზღვარგარეთ ვიდრე ასეთ დაძაბულობაში, რადგან შეიძლება ბევრს ეთქვა, რომ დადგმული იყო.

ჩემი რეაქციებიდან გამომდინარე, ერთადერთი, რაც შევძელი, ტირილი ამიტყდა გიჟივით და პირველ რიგში, მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი, ვინმე ჩემიანი მენახა და მომეყოლა. ამ ყველაფრის ფონზე ეს ხელის თხოვნა საერთოდ შოკი იყო  და ფაქტებიც მერე გავაანალიზე, როცა ყველაფერი ჩავლილი იყო. ეს ნორმალური არ არის, იმიტომ, რომ თუ იმის დრო გვაქვს ადამიანებს, რომ სულ გაბრაზებულები ვიყოთ, იმის უფლებაც გვაქვს, რომ ბედნიერები ვიყოთ და ეს ორივე ერთად, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება.