ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1780429644
მისაღებ ოთახში შესულ ახლობლებს თეა ხარგელია უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მძიმედ დაჭრილი გზაშივე გარდაიცვალა. ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.
დაჭრილი თეა ხარგელია პირველმა მამამ ნახა. გასროლის ხმაზე ეზოში გასულმა კაცმა მეორე სართულიდან შვილის ხმა გაიგო, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
სავარაუდო მკვლელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის მერაბ ჭითავაა. სოფელ ზანაში ამბობენ, რომ მამაკაცი მოკლულის შვილის ნათლიაა და მსხვერპლის მეზობლად ცხოვრობდა.
დანაშაულის მოტივზე არაფერს ამბობენ მერაბ ჭითავას ოჯახში. "კურიერი" მკვლელობისთვის დაკავებულის დედას ესაუბრა. ქალი იხსენებს, რომ მისი შვილი სახლში ღამის 12 საათზე მივიდა, თუმცა საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.
"კურიერის" ინფორმაციით, სახლში მისვლამდე ერთი საათით ადრე მერაბ ჭითავა მოკლულის სახლში სანადირო თოფით შეიარაღებული მივიდა, კარის გაღებისთანავე თეა ხარგელიას მიბჯენით ესროლა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. გაქცეული ჭითავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი - ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.