ლოცვა, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 2 ივნისს კითხულობენ
1780417929
7 წლის შვილის, ფარუხ ახმედოვის მკვლელობაში ბრალდებულ 42 წლის ქალს, სვეტლანა ახმადოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - ის ციხის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახალაჯვარში გუშინ, 1 ივნისს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს