VIDEO: რა ხდება დეასა და გურამს შორის

გურამი და დეა

„პრაიმ ჰაუსს“ დღეს მომღერალი და დიზაინერი, მარკუს მეტრეველი ესტუმრა. მონაწილეებთან საუბრის შემდეგ მარკუსმა იკითხა, თუ რა ხდება გურამსა და დეას შორის.

გურამის თქმით, მას და დეას მეგობრული, სტაბილური ურთიერთობა აქვთ და როცა გვერდში დგომა სჭირდებოდა, დეა მას ამხნევებდა.

„ჩვენთან ხდება ძალიან სტაბილური და ჯანსაღი კომუნიკაცია. პირველ რიგში ვართ მეგობრები, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, ბოლო დღეებში ემოციურად ყველაზე მეტად მჭირდებოდა თანადგომა და დეა ყოველთვის მედგა გვერდში“, - განმარტა გურამმა.