ეს „საქმიანობა“ ყველაზე მეტად მიყვარს და ტირილამდე მენატრება... - გურამ შეროზია პასუხობს გამომწერებს არის თუ არა უსაქმური

შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია სოციალურ ქსელებში დაწერილ კომენტარებს ეხმაურება და განმარტავს, პროექტის მიღმა რა საქმიანობებითაა დაკავებული.

„ბევრს აინტერესებს, ვარ თუ არა usaqmuri რაკი „პრაიმ ჰაუსში“ ვარ, ამჟამად და ბევრს ადრე ჩემი საქმიანობა ბლოგების წერა ეგონა. მაშ ასე:

- ვკითხულობ ლექციებს სამ უნივერსიტეტში, მათგან ერთში ასოცირებული პროფესორი ვარ, ორში მოწვეული ლექტორი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ სექტორში;

- ვარ მარკეტერი, რამდენიმე კომპანიას ვუკეთებ მარკეტინგულ კონსალტინგს, მანამდე ვიყავი მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, სხვადასხვა დიდ კომპანიაში.

- მაქვს ჩემი ტურისტული სააგენტო, ანუ მოგზაურობები გართობაზე მეტად - მუშაობაა (ნუ ორივე ერთად, კაი)

- მაქვს მცირე საიჯარო ბიზნესი (გაქირავებული ორი სახლი, ორივე ჩემით ნაყიდი, მშობლებისთვის არაფერი მითხოვია)

- ვწერ მუსიკას, ლექსებს, ანუ სიმღერითაც ვარ დაკავებული, როცა ვიცლი.

- მაქვს გამოცემული წიგნი „ფერადი ფრაგმენტები“ (იყიდება ბიბლუსში), მეორეს ახლა ვასრულებ

- ვარ სოც. მედია ინფლუენსერი (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) და ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან.

- ჩემი კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი საქმიანობა მამობაა, ეს „საქმიანობა“ ყველაზე მეტად მიყვარს და ტირილამდე მენატრება ჩემი პატარა გოგო!

- წელს ვიცავ დისერტაციას

მგონი ესაა, წვრილ-წვრილ რამეებს აღარ ჩავაკვეტებ ამ პოსტში. ყველაფერი შეგიძლიათ მიწოდოთ, უსაქმურის და გაუნათლებლის გარდა. მადლობა ყურადღებისთვის!“ - წერს შეროზია სოცქსელში.

 

👉 VIDEO: კივილი და ჩხუბი „პრაიმ ჰაუსში“ - რა მოხდა რეალურად

👉 ასევე ნახეთ: „ამაზონიდან გამოწერილი „სექს პა წელეფონუს“ ხმა“ - გურამის თვალით დანახული კოსტა