სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს
1774119826
14 მარტს მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. მას ახალგაზრდა დეიდა გარდაეცვალა, რომელსაც სიმღერა Illusions-ს მიუძღვნა. მან გარდაცვლილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა:
„ჩემი ახალი EP და პროექტი, რომელიც ჰოლივუდში ჩემს ახალ გუნდთან ერთად შევქმენი, მინდა რომ მივუძღვნა მსოფლიოში ყველაზე მაგარ დეიდას, ლიას. დღეს იქ რომ ვცხოვრობ, მისი დამსახურებაა. ორი წლიდან ყოველდღე მიმეორებდა:
„სად მივდივართ?“ „ჰოლივუდში.“ „სად მივდივართ?“ „ჰოლივუდში.“ და აი… ეს ოცნება ერთად ავისრულეთ. ზუსტად ვიცი, ჩემი ანგელოზი იქნება და არსად, არასდროს მიმატოვებს. მადლობა, რომ ასე მაგრად გამზარდე. მიყვარხარ უსასრულოდ ლი“, - წერს ნუცა ბუზალაძე.