ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
"საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს საკადრისი პასუხი გასცა", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მიხეილ ყაველაშვილს ამერიკელი კონგრესმენის რეზოლუციაზე კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. პრეზიდენტი უილსონის მიკერძოებულ ინტერესებზე საუბრობს.
"ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ [ჯო ვილსონს] სათანადო პასუხი გასცა. ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენი პარლამენტის წევრები საკმაოდ სწორ შენიშვნებს და ობიექტურ შეფასებას უკეთებენ მის გამონათქვამებს. ჩემთვის პირდაპირ ხელისგულზე ჩანს ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდევ რა დგას, ესეც მარტივად დასანახია ნებისმიერი მოქალაქისგან. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო - ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.