VIDEO: „...ამის გამო ჩემი მოკვლაც კი სურდა“ – რა გადახდა ბენის ნუკისთვის ხელის თხოვნის დროს

ნუკი

ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ჰაიმი „შუადღის“ გადაცემაში თავიანთ ქორწილს იხსენებენ და ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ საუბრობენ.

როგორც ნუკიმ გადაცემაში თქვა, უკვე 12 წელია, რაც ერთად არიან, აქედან 9 წელი ქორწინებაში.

„როცა ნუკის ხელი ვთხოვე, ჯინსები და მაისური ეცვა. ამის გამო ჩემი მოკვლაც კი სურდა. მერე მეჩხუბებოდა მიგენიშნებინა მაინც, კაბა რომ ჩამეცვაო“, – ამბობს ბენი.

ნუკი კოშკელიშვილი აცხადებს, რომ ქორწინების 10 წლის თავზე ცერემონიის გაკეთების სურვილი აქვთ.

ბენს უფრო უნდოდა ქორწილი, ვიდრე მე. ახლა მე უფრო მინდა. კიდევ ერთხელ გავაკეთებდი რაღაც ცერემონიას. მაშინ ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი, მეგონა, რომ ტყუილი თანხის ფლანგვაა. 10 წლის თავზე, თუ ყველაფერი კარგად იქნება შეიძლება რამე გავაკეთოთ“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ცნობები

რა გავლენის მოხდენა შეუძლია წყლის მაგიას ადამიანის ცხოვრებაზე