VIDEO: რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ

რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი ანი გიუნტერი UFC- ის ჩემპიონის ილია თოფურიას ოჯახს ესტუმრა.

ილია თოფურიას გამარჯვების კადრების განმეორებით ნახვისას ანი გიუნტერმა და ილიას ბაბუამ, იუზა კერესელიძემ ცრემლები ვერ შეიკავეს.

 

„მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ბედნიერება გაიზიარა. ეს იყო მწვერვალი, რომლის მიღწევაც გვინდოდა, მივაღწიეთ და ძალიან გახარებული ვარ. უკვე აღარავინ კითხულობს , ვინ ვისია, ილია ყველასია“. – ამბობს ილიას ბაბუა.

მან ის მომენტი გაიხსენა, როდესაც გამარჯვების შემდეგ ილიას პირველად ესაუბრა.

„ილიას დები, სიძეები, ყველა იქაა, გამარჯვების შემდეგ დაგვირეკეს. „ხომ შეგისრულე, ბაბუ“ – მითხრა ილიამ.

99 % მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება, წამები წყვეტს ხოლმე ყველაფერს და ერთ პროცენტს მაინც ვიტოვებდი, რომ შეიძლება ვერ გაემარჯვა.

„27 წლის არის და ხუთი წლის რომ იყო, იმ დროიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე“. – ამბობს იუზა კერესელიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ილია გოგონას მამა გახდება.

ასევე წაიკითხეთ:

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ცნობები

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა შესაძლებელი იქნება ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით, ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელია მოკლე საბელი

რა გავლენის მოხდენა შეუძლია წყლის მაგიას ადამიანის ცხოვრებაზე