ქართველი მომღერლების კონცერტმა ისრაელში, სრული ანშლაგით ჩაიარა -კადრები აშდოდიდან
1696336859
ქეთევან წიკლაურმა ფეისბუქზე, მამის, თემურ წიკალურის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ქეთი ამბობს, მომღერალი ფოტოზე 20-21 წლისაა. იმ დროს თემურ წიკლაური უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლისას მღეროდა.
ქეთი წიკლაური: - ეს გოგო ვინ არის, სამწუხაროდ არ ვიცი. მამა სტუდენტობის დროს, ქალბატონ დოდო ბრაინსბურგთან ერთად უნივერმაღში მღეროდა. თუმცა ეს ფოტო უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლისას არის გადაღებული.
ამ ასაკის თემურს ძალიან ამსგავსებენ მის შვილიშვილს, ანდრო გოგიბედაშვილს.
"სასწაულად გვანან. ახლა უფრო დავინახე ეს საოცარი მსგავსება. თურმე მეც ვგავარ, არადა, ადრე დედიკოს მამსგავსებდნენ" - გვეუბნება ქეთი.