1728312638
„ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები შეჩერებულია - „არსად არ გვიშვებენ“
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, „ფორმულა კრეატივმა“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება შეაჩერა. როგორც სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში ამბობს, ორკვირიანი ტაიმაუტი უსაფრთხოების მიზნით აიღეს.
ირაკლი საღინაძე: ირგვლივ ბევრი დაინფიცირდა და ამ კოვიდაფეთქების გამო, სერიალის გადაღება შეჩერებული გვაქვს. უსარფთხოების მიზნით, ხალხი გავუშვი... ამ პირობებში გადაღება შეუძლებელია.
სახლში ბევრს ჰყავს რისკჯგუფის მქონე ოჯახის წევრი. თან ლოკაციებზე, არსად არ გვიშვებენ, შეუძლებელია რაიმეს გადაღება. გამომდინარე აქედან, ორი კვირით გავჩერდით და შემდეგ გავაგრძელებთ.
ნახეთ ბოლო ეპიზოდის პრომო