თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1787154836
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განაცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ასევე ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სპეციალისტები და მიმდინარეობს დაკვირვება.
„გეოლოგიური სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა ხევის ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს უსაფრთხოების გათვალისწინებით. სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული “, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1787154836
გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
1787150526