იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს
1727946864
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის დასრულების მიუხედავად, მონაწილეებისა და მათი გულშემატკივრების ვნებათაღელვა არ იკლებს.
იუთუბზე გასული ერთ-ერთი გადაცემა მონაწილეების დაპირისპირების საბაბი აღმოჩნდა. დეას, იგივე ბაგირასა და გოგას გაჟღერებულმა ფრაზებმა როგორც ჩანს, ურეაქციოდ არ ჩაიარა.
„სალომემ ყველაზე მეტად მაწყენინა. ის იყო ადამიანი, რომელსაც სიცხიანს ღამეებს ვუთენებდი, ჩემი ტანსაცმელი ეცვა ძირითადად და ძალიან მიყვარდა... ბოლოს, ფართიზე რომ მივედი, ჩემი ტანსაცმელებიდან გურამის პიჯაკებზე გადავიდა. სხვათაშორის, ჩემი ერთი მეგობარი ეხმარებოდა პროექტში, მორალურადაც და მატერიალურადაც... “ - თქვა დეამ, რის შემდეგაც სალომეს პასუხებმაც არ დააყოვნა.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ბაგირას ესაუბრა.
დეა ხიდაშელი: სალომე არ არის ადამიანი, რომელსაც ვებრძვი. „პრაიმ ჰაუსში“ ასეთი არც ერთი მონაწილეა, მაგრამ როცა რაღაც არასწორი იყო, ამას ყოველთვის ვამბობდი და არავის რეაქცია მაინტერესებდა. ერთ ადამიანს მაინც რომ გაეგო სიმართლე, ამად მიღირდა.
სალომე პროექტში ჩემთვის კარგი მეგობარი იყო, ერთმანეთზე ვზრუნავდით. მართლა არ მენანებოდა ელემენტარული ის, რომ ჩემი სამოსი მიმეცა. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ყოველთვის მეგობარზე ვიყავი კონცენტრირებული.
მე და სალომემ ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრჯერ ვედექით ერთმანეთს გვერდით... ვერ გავიგე, რით დავიმსახურე ის ყველაფერი, რომ სალომე ჩემს სიტყვებს ყოველთვის სხვანაირად იგებს.
- კონკრეტულად რა გახდა თქვენი დაპირისპირების მიზეზი, გადაცემაში გაჟღერებული ფრაზები?
- სალომეს პრობლემა ის კი არ არის, რომ დეამ გააჟღერა მისი ტანსაცმელი ეცვა და ფრჩხილებს უკეთებდა... არა, მე ვფიქრობ ახლა, რომ მისი მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის, რომ მე გამოვედი პროექტიდან, როგორც ყველაზე ძლიერი ქალი მონაწილე. ამას დაადასტურებს როგორც ხმების რაოდენობა, ასევე რეიტინგებიც. როგორც ჩანს, ეს მართლაც ვერ მოინელეს.
ადამიანური თვალსაზრისით, სალომე ახლა ძალიან ცუდად იქცევა. თვალზე ხელს იფარებს და გეუბნება, ვერაფერს ვხედავო. მინდა ასეთ ადამიანებს ხელი ჩამოვაშორო და ვუთხრა, მე ის ვარ, ვინც აქ, აქ, აქ, ყველგან გვერდით გედექი და შენ ასე რატომ მექცევი?!
როცა ბოლოს წვეულებაზე დავბრუნდი, როგორც უნდოდა ისე გაეგო, თითქოს დავბრუნდი იმიტომ, რომ მასთან მეკამათა. ეს ჩემი მიზანი საერთოდ არ ყოფილა.
ფაქტი ისაა, რომ ჩემი სამოსიდან გურამის ტანსაცმელზე გადავიდა. გურამი კი პროექტში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. პროექტის გარეთ ერთმანეთთან მეგობრობა სპეციალურად დაიწყეს, ამას ხალხიც მწერს, ყველაფერი კეთდება იმის გამო, რომ შენ გაგაღიზიანონო. ძალიან ბევრი ქილიკი, კბენა დავინახე მათი მხრიდან, ბევრი რამ მოვისმინე.
რაც შეეხება იმ გადაცემას, სადაც გოგასთან ერთად ვიყავი - იქ იყვნენ სხვა მონაწილეებიც, რომლებიც მლანძღავდნენ, ყველაფერი მეძახეს... არასდროს გამიცია მათთვის პასუხი. თუ კარგად უყურებთ „პოპკორს“არც ახლა მიმიყენებია ადამიანებისთვის შეურაცხყოფა. გოგამ რომ გააჟღერა, შეროზიამ თავზე ფალოსი იმიტომ არ დაიდო, რომ ბაგირამ უთხრაო, კარდრი ამოჭრილია - გოგას ვუთხარი, მე რომ მაგის გაჟღერება მდომოდა, ვიტყოდი აქამდეც. შემეძლო გავბოროტებულიყავი და ბევრისთვის მეთქვა ის, რაც მე ვიცოდი, მაგრამ ეს ყველაფერი არ გავაკეთე, რადგან პატივს ვცემ.
ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა დაპირისპირებული მხარეები დაგვაყენეს, მე და სალომე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. გვითხრეს, ილაპარაკეთ თქვენს კარგზე და ცუდზეო, არც ერთს ერთმანეთისთვის შეურაცმხყოფელი არაფერი გვითქვამს. სალომე ახლა რას ვერ ინელებს არ ვიცი...
სალომე ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც ისეთი იპოვოს, საიდანაც თემას შემოატრიალებს და ხალხს სხვანაირად გააგებინებს. ის არ არის ჩემთვის ადამიანი, რომლისაც უნდა მეშინოდეს. არავისი მეშინია... ახლაც მარტო ვდგავარ. ვერავინ მოვა ჩემთან და ვერ მეტყვის, რომ რამე ტყუილი ვთქვი, იციან, რომ მართალი ვარ.
მას შემდეგ, რაც გადაცემაში ვისაუბრე, რომ სალომეს ჩემი სამოსი ვაჩუქე და ა.შ. მომწერა და დამემუქრა. როცა მან დამირეკა, სალონში ვიყავი, ვერ ვუპასუხე და ვიდეო გავუგზავნე, ამიტომ ვერ გპასუხობ-თქო. შემდეგ მომწერა: „ან დააყენე, ან დაგაყენებინებ. რაებს ლაპარაკობ გოგო შენ ჩემზე, არ გრცხვენია?!“ შემდეგ იყო კიდევ მოწერილები, ამას თუ იზამ, ამას ვიზამო და რაღაც სისულელეები, ვერც კი მივხვდი რა უნდოდა, მეცინებოდა. სალომემ ძალიან კარგად იცის, რისი თქმაც მინდოდა... მაგრამ ვერასდროს გაიაზრებს, რისი ჩვენება მინდოდა.
მე და სალომეს რამდენიმე საერთო მეგობარი გვყავს, მათთან არასდროს მითქვამს, რომ სალომე ასე და ასე მოიქცა, იმ ადამიანებს არაფერში გავრევ. მაგრამ სალომემ მისი მეგობრები პროექტში ბევრჯერ გარია და საფრთხის ქვეშ დააყენა. შოუ უნდოდა და იყოს!
მესმის, რომ მხოლოდ ერთი მხარე მართალი არასდროს არის, მაგრამ ახლა ვერ ვიაზრებ, რაში ვარ დამნაშავე - შეურაცხყოფა მივაყენე ვინმეს, რამე დავაყვედრე?“ - ამბობს გაბირა.