„ზოგიერთივით არ ჩავიდე ჯიბეში და მეგობარი გზის ფულის გარეშე არ დავტოვე...“ - რას წერს ბაგირა

ბაგირა

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეები, გოგა ჯაბაური და დეა ხიდაშელი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც ფულადი პრიზი გადაეცათ. მოგვიანებით, ბაგირამ დაწერა, რომ მოგებული თანხა გაიყვეს, განსხვავებით სხვა შემთხვევისგან.

„მოგებული თანხა, რა თქმა უნდა, გავიყავით! (ზოგიერთივით არ ჩავიდე ჯიბეში და მეგობარი გზის ფულის გარეშე არ დავტოვე, ახლა რომ პირად მიმოწერაში დგახარ და მორალს მიკითხავ, თან მემუქრები!)“, - წერს დეა ხიდაშელი.

„პრაიმტაიმი“ ბაგირას დაუკავშირდა. თუმცა, მან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განმარტა, რომ მალე ყველაფერს შევიტყობთ.