პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:
,,ეს ბაგირაა პროექტში რომ ვემეგობრებოდი ის გოგო, გემახსოვრებათ, ალბათ. დღეს ეს ვიდეო ჩამიგდეს და რომ ვუყურე გაკვირვებული დავრჩი. თავიდან ძალიან ავღელდი, მეთქი ეს ვერ იქნება, ნუთუ ასე შევცდი მასში. ბევრი მცდელობა ჰქონდა იმის, რომ რამით გამოვეწვიე. რა თქმა უნდა, გავატარე მთელი თავისი დადგმული ამბები, რაც პირდაპირ ჩემს მიმართ ცუდ დამოკიდებულებას უსვამდა ხაზს. თან საჯაროდ ხალხს ეუბნებოდა შეფარულად თუ რა ცუდი ვარ ( გთხოვთ, პროექტი და მე გამიხსენეთ, ბავშვებთან დამოკიდებულებებით). მინდა ვუპასუხო:
1. ლაივზე მეცვა ერთხელ მისი პიჯაკი.
2. ფრჩხილი გვქონდა მოტეხილი, რა თქმა უნდა, სალონში ფიზიკურად ვერ ჩავეწერებოდით და ეგ დადიოდა გოგოსთან სახლში ხოდა, წავედით ერთად( ფრჩხილებზე დამყავდაო თუ რასაც ამბობს მაგაში გამოიხატება).
3. ბაგირას მეგობარი( რომელიც ჩემი მეგობრის მეგობარია უსაყვარლესი გოგოა ), მატერიალურად ეხმარებოდაო, იგულისხმება “100 ლარის სესხებაში და უკან დაბრუნებაში”, პროექტში ვიყავი და მჭირდებოდა, თან ვესაუბრებოდი და ბარემ ვუთხარი.
4. გურამის პიჯაკი პროექტში რომ უკან შემაბრუნეს მხოლოდ სპორტულებით შევედი, ჰოდა ფართიზე ცოტა რო მებრჭყვიალა გურის პიჯაკი შემოვიცვი.
5. აა ჰო კიდე, ბაგირას ერთი ვარდისფერი კაბა, წითელი კომბინიზონი და შავი ჩუსწიკი გამომყვა, მეუბნებოდა მე არ მიხდება და შენ გქონდესო, მაგრამ აუცილებლად ჩავაბარგებ და გავუგზავნი.
ანუ, ხალხო
ეს მეგობრობა იყო ოდესმე? ამას რა ჰქვია სახელი თქვენ დაარქვით...
ჰოდა, დეა, საყვარელო, რამ გაგაბოროტა, თუ რამე გიჭირდა გეთქვა, დაგეხმარებოდი.
პ.ს. ამ გადაცემაში მეც ვიყავი და რომ ნახავთ თქვენც მიხვდებით, სხვაობაააას", - წერს სალომე სოციალურ ქსელში.