,,არ არის მარტივი იმის აღიარება, რომ..." - რას ამბობს დეა ხიდეშელი

ბაგირა

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე დეა ხიდეშელი პროექტის შესახებ საუბრობს.

ამბობს, რომ მთავარი, რაც პროექტისგან მიიღო, საზოგადოების მხრიდან, მის მიმართ სიყვარულია.

„საზოგადოებისგან ვიგრძენი თანადგომა და ეს იყო ორმხრივი, რამაც ჩემში მათ მიმართ პასუხისმგებლობა უფრო გააძლიერა. ამ ფაქტმა გამოიწვია ორმაგი პასუხისმგებლობის განცდა ადამიანების მიმართ.

24 საათი ვცხოვრობდი კამერების ქვეშ და შეუძლებელია, ითამაშო სხვა რამ. მთავარი ამ პროექტში არის ის, რომ ეცადო, მიგიღოს მაყურებელმა ისეთი, როგორიც ხარ და დარჩე მათთან ბოლომდე გულწრფელი. მადლობა იმისთვის, რომ გაიგეთ ვინ ვარ, მომეცით შანსი, ჩემი გულწრფელობა დაინახეთ, რაც ბევრმა ვერ შეძლო იქ...

საერთოდ არ მიფიქრია ბინის მოგებაზე - ერთადერთი, რაზედაც ვფიქრობდი, იყო, რომ გავსულიყავი ქუჩაში და ჩამხუტებოდა, თბილად მომსალმებოდა ხალხი - მე ეს შევძელი, ამაყი ვარ საკუთარი თავით. პროექტმა მომცა ენერგია და ის რწმენა, რომ საზოგადოებაში ადაპტირება გამევლო, ხმამაღლა საუბარი შემძლებოდა იმ პრობლემებზე, რაც ყველაზე მეტად მტკიოდა და მაწუხებდა, რაზეც საუბარი არ არის მარტივი. არ არის მარტივი იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი შენ გადაგხდა.

ხალხმა მაჩვენა, რომ თუ შენ მზად ხარ საკუთარ პრობლემებს გაუსწორო თვალი,  ისინი შენ გვერდით დადგებიან და ძალას მოგცემენ...

,,პრაიმ ჰაუსმა" მომცა უფლება, მყოლოდა დიდი, ძალიან დიდი ოჯახი“, - ამბობს დეა ხიდეშელი.

ნახეთ, ვიდეო სრულად აქ.