„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ჯენიფერ ლოპესმა, ამჯერად, „ვოგის“ დეკემბრის ნომერი დაამშვენა და გამოცემასთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ლოპესი და ბენ აფლეკი, რომლებსაც ყოფილ პარტნიორებთან შვილები აკავშირებს, დაქორწინებამდე დარწმუნდნენ, რომ საინტერესო იყო, როგორ მიიღებდნენ ბავშვები მათ ქორწინებას. ლოპესმა ინტერვიუს ბენის ყოფილ ცოლზე, ჯენიფერ გარნერზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა. „იმედი მაქვს, რომ განვავითარებთ ჩვენს ოჯახს. ბენის შვილებს ჰყავთ ახალი მოკავშირე ჩემი სახით და ჩემს შვილებს ჰყავთ ახალი მოკავშირე ბენის სახით. "
ლოპესი აფლეკის ყოფილ მეუღლეს ჯენიფერ გარნერს უწოდებს "საოცარ ადამიანს" და ამბობს, რომ „ისინი [ ბენი და გარნერი] ძალიან კარგი მშობლები არიან და ერთად შესანიშნავად, ჰარმონიულად მუშაობენ შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ჯეილომ.
ცნობისთვის, ორი წლის წინ ბენ აფლეკმა ერთ-ერთ ინტერვიუში გარნერთან ქორწინების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ცხოვრების დროს, თავს ისე გრძნობდა, როგორც ხაფანგში და ალკოჰოლზე საკუთარი დამოკიდებულება სწორედ მას დააბრალა.