გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის იტალიური თაფლობის თვე დასრულდა. პაპარაცებმა ვარსკვლავები კერძო თვითმფრინავში ასვლამდე შენიშნეს. მანამდე, ახალდაქორწინებულებმა, კომოს ტბის სანაპიროზე, ჩერნობიოში მდებარე რესტორან Il Gatto Nero-ში ისადილეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბენმა თავად გადაუღო ჯენიფერს ფოტო, ოჯახის არქივისთვის. ფოტოზე, მომღერალი მას ნიშნობის ბეჭედს უჩვენებს. თაფლობის თვის განმავლობაში, ბენი და ჯენიფერი კომოს ტბაზე ჯორჯ და ამალ კლუნების ცნობილ ვილაში დარჩნენ. წყვილმა თითქმის ერთი კვირა გაატარა იტალიაში. მომდევნო ევროპულ მოგზაურობას მეორე საქორწინო ცერემონიის შემდეგ დაგეგმეს, რომელიც 20 აგვისტოს, ჯორჯიაში, აფლეკის სამკვიდროში გაიმართა. ცერემონიას 135 სტუმარი დაესწრო და ჯეი ლომ ზეიმის დროს სამი საქორწინო კაბის შეცვლა მოახერხა.