1737285948
ჯენიფერ ლოპესის საქორწილო კაბაზე 700 საათი მუშაობდნენ
უკვე რამდენიმე დღე გავიდა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, თუმცა საზოგადოება მათ შესახებ საუბარს არ წყვეტს. ამჯერად მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში ჯენიფერ ლოპესის 3 საქორწილო კაბაა, რომელიც ვარსკვლავმა ცერემონიაზე მოირგო. მომღერალმა მნიშვნელოვანი დღისთვის სამოსის შეკერვა რალფ ლორენის მოდის სახლს ანდო.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, მთავარ კაბაზე, რომელიც ჯეილოს ემოსა, შემოქმედებითი ჯგუფი 700 საათის განმავლობაში მუშაობდა. კაბაზე არსებული სვაროვსკის თვლები სრულად ხელით იქნა დამაგრებული.