„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
ზუსტად ერთი კვირა რჩება იმის გასარკვევად, თუ ვინ გახდება „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული. პროექტში დაძაბულობა კი, პიკს აღწევს. მაყურებელს არ გამორჩენია, ანისა და გიორგის დაპირისპირება. დიდ ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ გიორგი, ანი და პატრიკი იბრძვიან.
დღევანდელ შაბათის ლაივზე გაირკვევა ვინ გახდება პროექტის ფინალისტი. მონაწილეებს დღეს მხოლოდ გულშემატკივრების ხმები გადაარჩენს.
სწორედ, ამასთან დაკავშირებით ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს უკვე ნახევარ ფინალია პრაიმ ჰაუსში, მე ცოტა ამოვისუნთქე ჩვენი გადასაწყვეტი რომ აღარ არის მონაწილეების ბედი. არ მიკითხავს აქამდე რომ გავლენა არ ჰქონოდა თქვენს აზრს ჩემზე, ახლა გეკითხებით, აბა ვის გულშემატკივრობთ?“ - წერს ნუკი კოშკელიშვილი.