„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
„დედის ან ოჯახის სხვა წევრების შეურაცხყოფის ფასად არანაირი პროექტი არ მიღირს“ - ასე დაიწყო საუბარი გიორგი ნაზღაიძემ „პრაიმტაიმთან“. მას „ჰაუსიდან“ სახლში წასვლის მიზეზებზე ვესაუბრეთ.
როგორც გიორგი ამბობს, ის შეტევა, რომელსაც მისი ერთ-ერთი კონკურენტის გულშემატკივრები ახორციელებენ, ყოვლად მიუღებელია, რადგან პროექტის მოგების სურვილს ადამიანების ჯანმრთელობა ეწირება. პროექტის დატოვება სწორედ იმ მომენტში გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ მის სახლში, ხანდაზმულ დედასთან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მიემართებოდა...
ამის მიზეზი კი ერთი საჯარო კომენტარი გახდა, რომელიც არასრულწლოვნის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების ხელყოფას, თავად გიორგი ნაზღაიძის დისკრიმინაციას მოიცავს, რომელსაც "პრაიმტაიმი" სწორედ ამ მიზეზების გამო არ ასაჯაროებს.
„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილის გულშემატკივრები, მასთან შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, ყოველგვარ საზღვრებს გასცდნენ - კადრულობენ ისეთ დაუშვებელს, როგორიცაა პატარა ბავშვების პირადი ინტერესების შელახვაც კი. ახლა, ვცდილობ მაქსიმალურად კორექტული ვიყო, მაგრამ ეთიკის ფარგლებში რამდენად შესაძლებელია ისეთ მძიმე ბრალდებებზე საუბარი, როგორიც ჩემი და ჩემი 6 წლის ძმის შვილის შესახებ გაავრცელეს, არ ვიცი...
უბინძურესი კომენტარი დაწერეს და ეს დედაჩემმა ნახა, რის გამოც ძალიან ცუდად გახდა. დედა ასაკშია, 70 წელს გადაცილებულია, აქვს უამრავი დაავადება და ჩემი რეიტინგის გამო, შეშინებული მონაწილის მხრიდან უბინძურესი თავდასხმა წამოვიდა... როცა გავიგე, რომ ჩემს სახლში გულწასული დედის გადასარჩენად სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი მიდიოდა, რა თქმა უნდა, „ჰაუსიდან“ დედასთან დაუფიქრებლად წავედი...
ახლა, მთავარი მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა. ეს ბინძური ადამიანები დედაჩემსაც მისწვდნენ და კინაღამ შეიწირეს კიდეც. ასეთ დროს, პროექტზე, გამარჯვებასა და მსგავს რაღაცებზე არავინ იფიქრებდა, დარწმუნებული ვარ. ნორმალური ადამიანი ოჯახის წევრის გვერდით იქნება, თუ პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შემთხვევაში კი ორმაგად სამწუხაროა, რომ დედა ფაქტობრივად ავად ძალით გახადეს...
ვერ გაუძლო მისმა გულმა ამ შეურაცხყოფას, ჩემს მიმართ გაჟღერებულ სისაძაგლეებს, სადაც ჩემი პატარა ძმის შვილიც კი გახვიეს. მე ოჯახი მყავს, მშობლები, ძმები, რძალი, ძმის შვილები - უკაცრავად, მაგრამ ზოგიერთივით არ მიცხოვრია, რომ მორალი, პრინციპები და პასუხისმგებლობა არ გამაჩნდეს.
როცა ჩემი სამეგობრო და სასწრაფო ჩემი სახლისკენ მიდიოდნენ, მე იქ რა გამაჩერებდა?! ამ ყველაფერზე დედამ ერთადერთი კომენტარი გააკეთა „ასე, როგორ გაბოროტდნენ ადამიანები, ამხელა ზიზღსა და ბინძურ ფანტაზიებს როგორ იტევენო?!"
არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რომლებიც ყველამ უნდა დავიცვათ. მე ყოველთვის ვითვალისწინებ, ვის ჰყავს სახლში შვილი ან მშობელი, როგორ მიიღებენ ისინი იმ რეალობას, რომელიც შეიძლება დადგეს, ამის გამო არაერთ ურთიერთობაზე მითქვამს უარი, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან, ჩემთან პირადი ურთიერთობა სურდათ...
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს არანაირი ღირებულება არ ყოფილა, ჩემს მთავარ ტრაგედიას, ჯერ ვერ უნახავ შვილსაც კი შეეხნენ და აბუჩად აიგდეს... მსგავს ადამიანებზე საერთოდ არ ვისაუბრებ... ისინი ნორმალური პერსონებისგან ყურადღებას უბრალოდ არ იმსახურებენ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ოჯახი, პატივისცემა და პრინციპების ერთგულება ჯერ კიდევ მთავარ ღირებულებად რჩება და ეს შაბათს, „პრაიმ ჰაუსის“ „ლაივში“ სამართლიანი გადაწყვეტილებით დადასტურდება..." - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.