გიგა გაზდელიანჯ

1717225140

გიგა გაზდელიანი: წარმატებული ქართველი ამერიკაში

გიგა გაზდელიანი, ახალგაზრდა იურისტია საქართველოდან, რომელიც 2022 წელს გადავიდა სენტ ლიუსში, რათა ვაშინგტონის სამართლის სამაგისტრო პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. გიგამ სწავლა წარჩინებით დაამთავრა და მიენიჭა სამართლის სკოლის მარშალის ტიტული. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს აკადემიური და პროფესიული წარმატების აღსანიშნავად.- გიგა, საქართველოში არაერთი  ჯილდო გაქვთ მიღებული, მათ შორის თბილისის მერიის სტიპენდია და „კავკასია საერთაშორისო ურთიერთობებში“ საუკეთესო მოხსენებისთვის დაწესებული ჯილდო. რატომ არის საზღვარგარეთ მიღებული ჯილდო თქვენთვის მნიშვნელოვანი?- მსგავსი აღიარება უდიდეს სიხარულთან ერთად წარმოშობს უდიდეს პასუხისმგებლობას. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ათასობით სტუდენტს შორის ჩემი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის, გამორჩევა და ოჯახის წევრებისა და მთელი უნივერსიტეტის თვალწინ მარშალის მედლის გადმოცემა. ეს ჯილდო იყო დაუღალავი შრომისა და აკადემიური თავდადების შედეგი. ის, რაც აღნიშნულ ჯილდოს ხდის გამორჩეულად, პირადად ჩემთვის, არის საქართველოს სახელის გატანა საზღვარგარეთ. პირად წარმატებაზე მეტად, ის ფაქტი, რომ მე ასეთ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ საზღვრებს გარეთ, წარმოშობს დიდ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. ათასობით სტუდენტს შორის საქართველოს წარმომადგენლის გამორჩევა ბევრად დიდ ემოციებთანაა ჩემთვის დაკავშირებული, ვიდრე საკუთარი სახელის გაგონება ცერემონიალისას და მედალის მიღება.- გიგა, საინტერესოა რატომ გააკეთეთ არჩევანი ამერიკაში სწავლაზე და რა არის თქვენი სამომავლო გეგმა სწავლის დასრულების შემდგომ?- ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. 2022 წელს მე მივიღე მოწვევა 20-მდე სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტიდან, თუმცა ვაშინგტონის უნივერსიტეტმა მიმიზიდა იმ შესაძლებლობებით, პრესტიჟითა და აკადემიური პროგრამით, რომელსაც ის არამხოლოდ ამერიკელ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც სთავაზობს.  აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა დამიფარა სასწავლო გადასახადის უდიდესი ნაწილი და მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში წავედი მაგისტრის ხარისხითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელიც 10 წელს სცდება, მსგავსი ტიპის მიდგომა და აღიარება ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო იყო.- თქვენ აღნიშნეთ პროფესიული გამოცდილება, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ იყავით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ლიცენზირებისა და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელი წლების განმავლობაში და ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ასეთი აღიარებისა და რეგალიების ფონზე სტუდენტურ ცხოვრებასთან შეგუება რამდენად იყო სირთულეებთან დაკავშირებული?- თავდაპირველად ნამდვილად რთული იყო აკადემიურ ცხოვრებაში დაბრუნება და ჩემი დროისა და ცხოვრების სრულად სწავლისთვის დათმობა. თუმცა ამერიკა გიქმნის ისეთ პირობებს, რომ შეუძლებელია ადამიანმა არ გამოიყენო ისეთი უნიკალურ საშუალება, როგორიცაა იყო შეერთებული შტატების სასწავლო პროცესის ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს, უამრავი პრობლემა წარმოიქმნა საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში და საქართველოში ჯერ კიდევ მწვავედ დგას ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი მართვის საკითხი.- გვიამბეთ თქვენს მიერ შექმნილი, საქართველოსთვის უპრეცედენტო მუსიკალური პლატფორმის შესახებ.- MusMus წარმოადგენს ჩემი პროფესიული შრომის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაყოფს. MusMus ეს არის პირველი ქართული მუსიკალური პლატფორმა ბიზნესისათვის,  რომლის გამოყენებითაც დაწესებულებას შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება და გამოყენება ლეგალური წყაროს გამოყენებით. გარდა საავტორო ჰონორარის გადახდისა, მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის, მოსარგებლე ასევე ვალდებულია უზრუნველყოს გამოყენებული წყაროს კანონიერება. მარტივად რომ ვთქვათ, მუსიკალური ნაწარმოების პირატული ვებსაიტიდან გადმოწერის ნაცვლად, MusMus-პირდაპირ ლეგალურ წყაროს აწვდის ბიზნესს და ამავე წყაროს ლეგალურუბის დადგენასთან დაკავშირებულ თავსატეხს აშორებს თავიდან დაწესებულების მენეჯმენტს. სხვა ლეგალური წყაროებისგან განსხვავებით კი, როგორიცაა მაგალითად YouTube პლატფორმა, მუსმუსი კონკრეტულად ბიზნესზეა მორგებული. წყაროსთან ერთად ჩვენ ვთავაზობთ მოსარგებლეს მუსიკალური რეპერტუარის შერჩევის სერვისს. ჩვენს მიერ შექმნილი ფლეილისთები მორგებულია თითოეულ ბიზნესზე ინდივიდუალურად. მუსიკოსების, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი შრომის შედეგად იქმნება მუსიკალური რეპერტუარი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესი გარემოს შექმნას დაწესებულების მომხმარებელთათვის, რაც შედეგად იძლევა შემოსავლის ზრდას. უამრავი კვლევის საფუძველზე სწორად შერჩეული მუსიკა ზრდის მომხმარებლის დაწესებულებაში ყოფნის დროსა და შემოსავალს 20 პროცენტით.საავტორო უფლებების კოლექტიურ მართვაში მოსარგებლეთა გარდა თავად ავტორებიც არიან ჩართულნი.- არის, თუ არა, MusMus სარგებლის მომტანი თავად ავტორთათვის და გარდა ხსენებული პლატფორმისა თქვენ არაერთი პროექტი გაქვთ განხორციელებული უფლების მფლობელთა ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ უფრო დეტალურად ისაუბროთ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით?- საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ეფექტურობა ვერ მიიღწევა ორივე მხარის ჩართულობის გარეშე და კოლექტიური მართვის ორგანიზაცია წარმოადგენს ერთგვარ აგენტს უფლებამფლობელთა და მოსარგებლეთა შორის. MusMus ზემოაღნიშნულ სერვისებთან ერთად ასევე სთავაზობს მოსარგებლეებს გამოყენებული რეპერტუარის ავტომატური აღრიცხვის მექანიზმს. მოსარგებლეს საავტორო ჰონორარის გადახდასთან ერთად ასევე აკისრია გამოყენებული ნაწარმოებების აღრიცხვის ვალდებულება, რათა მოხდეს საავტორო ჰონორარის სწორად და სამართლიანად განაწილება. MusMus-ს შექმნამდე ამ ვალდებულებას თავად მოსარგებლე ახდენდა კუსტარულად, ხსენებული პლატფორმა კი გვაძლევს საშუალებას 100 პროცენტიანი სიზუსტით აღირიცხოს გამოყენებული რეპერტუარი, რაც შედეგად გვაძლევს სამართლიანად განაწილებულ ჰონორარს ავტორებზე.კოლექტიური მართვის ორგანიზაცია და საავტორო სამართლის ექსპერტები პირველ რიგში ემსახურებიან თავად ავტორთა ინტერესებს. ჩემი პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი მე სწორად აღნიშნულს მოვახმარე. ავტორთა ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ეგიდით პირადად ვხელმძღვანელობდი არაერთ პროექტს აღნიშნულის მისაღწევად. მათ შორისაა, ავტორთა წიგნაკი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამართლებრივ გზამკვლევს. აღნიშნულ წიგნაკში თავმოყრილია ისეთი თემები როგორიცაა: საავტორო უფლება; საავტორო უფლების მფლობელი; საავტორო უფლების წარმოშობა; საავტორო უფლების ობიექტები; საავტორო ქონებრივი უფლებები და სხვა.გარდა აღნიშნულისა წლების მანძილზე განვახორციელეთ უამრავი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტი რომელიც ავტორთა გარდა ზოგადად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ნაწილში.- თქვენ ახსენეთ საგანმანათლებლო პროექტები. რა იყო თქვენი ინსპირაცია ხსენებული პროექტის წამოწყებისას და რა ხდის აღნიშნულ წიგნს გამორჩეულად?- აღნიშნულ წიგნს ჰქვია „მემე მემე - გვაპობნინე!“. ეს არის ზღაპრების კრებული საავტორო უფლებებზე, რომელიც შეიქმნა სკოლამდელი ბავშვებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. წიგნი გამოიცა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, ჩემი პირადი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. წიგნის ავტორია მწერალი ნატო დავითაშვილი, ილუსტრაცია და დიზაინი კი მარიამ მარგიშვილს ეკუთვნის.აღნიშნული პროექტის მიზანი იყო, ბავშვებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მნიშვნელობის ახსნა. წიგნის მთავარი პერსონაჟია ჭიამაია მემე, რომელიც ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს და საავტორო უფლებების შესახებ უამბობს.  წიგნი სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გავრცელდა სრულიად უსასყიდლოდ.ჩემი პირადი პოზიციით ცნობიერების ასამაღლებლად უნდა მოხდეს საზოგადოებისათვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის პატარა ასაკიდანვე ახსნა, რაც თავისთავად წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევის ეფექტიან პრევენციას.- როგორც ვიცით, მონაწილეობდით ანტიმეკობრული რეგულაციების განხილვის პროცესში, რის შედეგადაც მოხდა ანტიმეკობრული ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ძალას ქართულ ინტერნეტსივრცეში არალეგალური კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეგიძლიათ განგვიმარტოთ აღნიშნული რეგულაციების მნიშვნელობა?- საქართველოში ნამდვილად იდგა და ნაწილობრივ დღემდე დგას ინტერნეტ-სივრცეში არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემა. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქართველი ხელოვანებისა და შემსრულებლების უფლებები ირღვეოდა ყოველგვარი რეაგირების გარეშე. ინტელექტუალური საკუთრება არის ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნილი, ობიექტური ფორმით გამოხატული მატერია, რომლის ხელყოფა რიგ შემთხვევაში, ტრადიციული გაგებით საკუთრების ხელყოფაზე უფრო მტკივნეულიც კია მფლობელისათვის. აღნიშნული უფლებების ხელყოფა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ფილმების მიმართ და ხდებოდა არალეგალური კონტენტის უკონტროლოდ გავრცელება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. ჩვენი შრომის შედეგად მოხდა მეკობრული პლატფორმების უდიდესი ნაწილის სრულად დაბლოკვა და შედეგად, უფლების მფლობელთა შემოსავლის მოპარვის ეფექტური პრევენცია.ინტერნეტსივრცეში არალეგალური კონტენტის განთავსება საქართველოში აკრძალულია და შედეგად, მოხდა ონლაინ ფილმების პორტალების დაბლოკვა. 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ არალეგალური კონტენტის მქონე საიტების გათიშვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო და სისრულეში მოიყვანა რაც, მათ შორის, ამ პროცესში ჩართული თითოეული ექსპერტის დამსახურებაა.- დასასრულს, გვინდა გკითხოთ თქვენი გეგმების შესახებ ამერიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდგომ.- მუშაობ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და პრესტიჟულ საადვოკატო ფირმაში, საემიგრაციო სამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდგომ, ერთი წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო სტუდენტებს ცოდნის პრაქტიკაში გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. რის საფუძველზეც ჩემს უახლოეს გეგმებში შედის ჩემივე ცოდნის გაღრმავება და იმ თეორიული ცოდნის, რომელიც მივიღე ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პრაქტიკაში გაღრმავება.

სახლი

1656449160

VIDEO: „აქ ბევრი უბედურებები მოხდა... აღდგომის წინ, წითელი წყალიც წამოვიდა წყაროდან” - რას ჰყვებიან ნატაძრალი სახლების მცხოვრებლები

საქართველოში გასაბჭოების შემდეგ, ბევრი ეკლესია მიზანმიმართულად დაანგრიეს. რამდენიმე მათგანი საცხოვრებელ ადგილადაც კი გადააკეთეს. თბილისში რამდენიმე ასეთი სახლია. როგორც  ნატაძრალი სახლების მცხოვრებლები ჰყვებიან, ამ ადგილებში, ბევრი უბედურება მომხდარა.