ცნობილი თაღლითი ქალი, რომელიც თავს დიდგვაროვან ასაღებდა და ხალხს ფულს სძალავდა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა, ფეხზე ელექტროსამაჯურით

ანა დელვი

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Elena Velez-ის ბრენდის ჩვენება 34 წლის ანა დელვიმ (სოროკინა) გახსნა. ქალი პოდიუმზე ბეწვით გაფორმებული მწვანე ტყავის კოსტიუმით გავიდა. თუმცა, ყველას ყურადღება ელექტრონულმა სამაჯურმა მიიპყრო, რომელიც მას ფეხზე ეკეთა. ანა დელვი შინაპატიმრობაში იმყოფება და ის თაღლითობასა და დიდი თანხის მითვისებაშია ბრალდებული.

რამდენიმე დღით ადრე კი ანა დელვი Christian Cowan-ის შოუზე იყო მიწვეული. პირველ რიგებში მის გვერდით სუპერმოდელი კოკო როშა იჯდა.

ანა დელვი მოსკოვში დაიბადა, 2013 წელს კი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. ის ნიუ-იორკში საკუთარ თავს მდიდარ გერმანელად ასაღებდა. 2019 წელს ქალს ბრალი თაღლითობაში, გადასახადების გადაუხდელობაში, ბანკებიდან, რესტორნებიდან, კერძო პირებიდან 200 ათასი დოლარის მითვისებაში დასდეს და დააპატიმრეს.

დელვის დანაშაული 4-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა 2021 წლის დასაწყისში კარგი ყოფა-ქცევისთვის გაათავისუფლეს. 2022 წლის ოქტომბრიდან ანა შინაპატიმრობას მანჰეტენის საკუთარ ბინაში იხდის.

გასულ ზაფხულს, მისი დაკავების პირობები შემსუბუქდა: დელვის ახლა ნიუ-იორკში და მის შემოგარენში, სახლიდან 120 კილომეტრის რადიუსში გადაადგილება შეუძლია. თუმცა, ფეხზე ელექტრონული სამაჯური მუდმივად უნდა ეკეთოს... სრულად