1735492097
„ცხოვრებისაგან დაჩაგრული ქალები რომ ამბობენ, კაცს 3 რამ უნდა ჰქონდეს - ტვინი, საფულე და ყ...ო, სულ არ არის აუცილებელი" - ნუცა შანშიაშვილი
ამერიკაში მცხოვრები ნუცა შანშიაშვილი ფეისბუკზე თავის ნააზრევს ხშირად გვიზიარებს; ამჯერად მისი პოსტი მამაკაცებს ეხება;
ნუცა შანშიაშვილი: როგორ მიყვარს და პატივს ვცემ ისეთ კაცს, რომელიც ქალს უხილავი ზღვის ტალღასავით მიჰყვება, ულამაზესი გრძნობით უყვარს და თბილი ჰაერივით გარშემო ეხვევა ისე, რომ ქალს ის უყვარდება თავისდა უნებურად სიგიჟემდე!
მზრუნველი, კეთილი, ხელგაშლილი, დიდბუნებოვანი, ძლიერი და ყოველთვის ქალისათვის მყარი საყრდენი და საიმედო! ასეთია ნამდვილი კაცი!
ესეც უდიდესი ნიჭია - მაგარი კაცობა!
ან გაქვს ან არა!
რაც უფრო ძლიერია კაცი, მით უფრო ნაზია ის ქალთან ურთიერთობაში, ფრთხილი და წინდახედული!
მოკლედ ბედნიერებაა იყო მაგარი კაცი და სულ არ არის აუცილებელი, როგორც ნათქვამია ცხოვრებისაგან დაჩაგრული ქალების მიერ, კაცს 3 რამ უნდა ჰქონდესო: ტვინი, საფულე და ყ...ო
კაცს უნდა ჰქონდეს ღმერთის მიერ მინიჭებული კაცობა!
ასევე დაგაინტერესებთ: "მამას დიაგნოზი რომ გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, რა ფორმით გვეთქვა მისთვის" - ამირან არაბულს თურქეთში რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა