„ეს არის უდიდესი ცდუნება და ხაფანგი ჩვენი მომავალი არსებობის საყვარელ ადამიანთან ერთად...“ - ნუცა შანშიაშვილი

ნუცა

მომღერალი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„კიდევ ერთი სიყვარულის ხაფანგი! ჩვენ ხშირად გვგონია, რომ თუ გრძნობა ეწვევა ჩემს გულს, ის სავარაუდოდ ყველაზე მთავარი რამ იქნება ჩემს ცხოვრებაში!

კი! ეგრეა რა თქმა უნდა სიყვარული არის ჰაერი, სუნთქვა, იმედი, სიხარული და ბედნიერება, მაგრამ ერთი რამ, რაც წყვეტს ჩვენს მომავალს, იქნები თუ არა ბედნიერი,იმ ობიექტთან ვინც შეგიყვარდა, არის არა ჩვენი გული, არამედ გონება!

ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაიგნორებთ,ჩვენს ანალიტიკურ აზროვნებას მაშინ,როდესაც ვართ შეყვარებულნი!

ვფიქრობთ რომ ეს ჯადოსნური გრძნობა გამოასწორებს და გარდაქმნის ყველაფერს სასიკეთოდ! სინამდვილეში კი გვავიწყდება, რომ გრძნობების გარეშე არსებობს ასევე დაუნდობელი მატერიალური ყოფა, ადამიანების სხვადასხვა ზნე ჩვეულებები და ხასიათი! ასე რომ, როდესაც გიყვარდება ადამიანი, აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მის ხასიათს და ჩვევა ,თვისებებს! შენ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი ისეთი ვინც აფსოლიტურ რეჟიმში საბოლოოდ შენი პიროვნების,მტარვალი მტანჯველი და უფრო უარესი ბიოენერგეტიკული ვამპირი აღმოჩნდება და შენ ამ დროს გიყვარს, ითმენ და ფიქრობ, რომ სიყვარული გადაგარჩენთ!

ეს არის უდიდესი ცდუნება და ხაფანგი ჩვენი მომავალი არსებობის საყვარელ ადამიანთან ერთად!

იმ წუთიდან,როდესაც შედიხართ, ერთ ჭერ ქვეშ საცხოვრებლად,პირველ რიგში თუ არ ეწყობით და არ გაწყობთ ერთმანეთის ხასიათი და თვისებები ,ვერანაირი სიყვარულის მეშვეობით ბედნიერნი ვერ იქნებით! ადრე თუ გვიან ერთმანეთის მიმართ წინ წამოწეული პრეტენზიები,ეგო, ზნეჩვეულებები აჯობებს თქვენს სიყვარულს და გარკვეული ტანჯვის შემდგომ გაექცევით ერთმანეთს და ეს კიდევ კარგ შემთხვევაში,ცუდში დარჩებით ერთად, ერთმანეთის საწამებლად!

რჩევა:
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ ცივილიზაციურ მონაკვეთში როდესაც ოჯახური წეს ჩვეულება და ტრადიციული მრწამსი იწევს უკანა ფლანგზე, წინ არის წამოწეული ჩვენი უზომოდ გაზრდილი ეგო, რომელსაც ესაჭიროება დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ჩვენ რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი კონტაქტები, პირველ რიგში უნდა ტვინით დავფიქრდეთ გვიღირს თუ არა ამა თუ იმ შეყვარებულ ადამიანთან ოჯახის შექმნა ან საერთოდ ერთად თანაცხოვრება. მისი ხასიათი არის ის რაც მე მესაჭიროება? მისი თვისებები არის ის რაც მე არ გამაღიზიანებს და საერთოდ მისი პიროვნება ჩემი ტვინისათვის მისაღებია თუ არა!

აქაედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავაკეთოთ მომავლის არჩევანი და თუ მაინცდამაინც დიდად ვერ ვეგუები, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს, მივანდო დროის ფაქტორს გადაწყვეტილება, არ ვიჩქარო და არავითარ შემთხვევაში დაუფიქრებლად თავი არ გავყო ახალ ხაფანგში. საერთოდ ზოგადად ჩემი რჩევა იქნება ყველასათვის, თუ გინდა იყო ბედნიერი სიყვარულში,ისწავლე სიყვარული ადამიანური სიყვარულის მიღმა,იმ გრძნობის რომელიც მიკერძოვებული არ არის,არამედ სამარადისო არსებობაშია, მიუწვდომელი და ერთადერთი!

ობიექტი უამრავია ! ღმერთი ერთი! იცხოვრეთ ,გიყვარდეთ. იმეგობრეთ და წინსწრაფვად დაისახეთ მიზანდასახული ლტოლვა იმ სიყვარულისაკენ რაც არამატერიალური სამყაროს ქმედებაშია , იქ სადღაც!!!იქ იმ დიდებულ ენერგიაში საიდანაც მოვედით და საითაც წავალთ ადრე თუ გვიან!“,- წერს ნუცა. 

ასევე ნახეთ:

წვიმა, ელჭექი, ქარი - დღეიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება

VIDEO: სუხიშვილების სოლისტის, მუროს და მანოს ჯვრისწერის კადრები და შთამბეჭდავი ცეკვა საკუთარ ქორწილში

„საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა“ - ჯანდაცვის სამინისტრო