ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრაა

ჩილეში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ანტოფაგასტაში, 96 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.