„შრეკის ჩექმები" - ნახეთ ალექსანდრე მაკქუინის ახალი მოდელი, რომელიც 4 ათას დოლარამდე ღირს

შრეკის ჩექმები

ალექსანდრე მაკქუინის მიერ წარდგენილ ახალ ჩექმას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „შრეკის ჩექმები",- ასე შეაფასეს ბრენდის ახალი მოდელი. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „შრეკის ჩექმების" ღირებულება 4 ათას დოლარამდეა. 

ფეხსაცმლის დანახვაზე ინტერნეტ მომხმარებლებს შრეკი და მისი მეგობარი ვირი გაახსენდათ. 

„ჩექმნასაც ისეთივე ჩლიკები აქვს, როგორიც შრეკის ანიმაციაში ვირს",- წერენ ისინი.