ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, სალომე კაპანაძისა და ბლოგერ კახი მახარაძის, იგივე წუპაკას დაშორებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ორივე მხარემ ინტიმური დეტალები გაასაჯაროვა, რამაც მათ მიმართ ინტერესი ერთი ორად გაზარდა.
„ღამის პრაიმ თაიმში“ მისულ სალომეს გიორგი ნაზღაიძემ სოლიდარობა გამოუცხადა და საზოგადოებას მიმართა.
„მინდა, ერთი რამ გითხრა, შეიძლება, ჩვენ პროექტში დაძაბული ურთიერთობა გვქონდა რაღაც დოზით, მაგრამ ეს იყო თამაში. თავიდან ბოლომდე, მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადო. ნებისმიერ დროს, თუ რამით შემიძლია დაგიდგე გვერდით. იცოდე, რომ არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი ნებისმიერ დროს შენთან იქნება.
ახლა კი, მაყურებელს მინდა მივმართო, იმ მოძალადე ადამიანებს, რომლებიც ხალისობდნენ, ტაშს უკრავდნენ და იყვნენ ბედნიერები, თითოეული თქვენგანი, ვინც მხარი დაუჭირეთ მოძალადეს, სამარცხვინოები ხართ და უნდა გრცხვენოდეთ.
ცოტათი მეტად ადამიანურები ვიყოთ, ვთვლი, რომ ამ გადაცემის შემდეგ უნდა მოგივიდეს ძალიან ბევრი სმს-ი, ზარი. შენ ხარ მაგარი, ლამაზი, შემდგარი გოგო.“ - უთხრა გიორგი ნაზღაიძემ სალომეს.