რას ამბობს წუპაკა ტრანსზე, რომელიც სალომე კაპანაძემ სიმღერაში გააჟღერა

წუპაკა

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, სალომე კაპანაძისა და ბლოგერ კახი მახარაძის, იგივე წუპაკას დაშორებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ორივე მხარემ ინტიმური დეტალები გაასაჯაროვა, რამაც მათ მიმართ ინტერესი ერთი ორად გაზარდა.

წუპაკას Instagram-სთორებს სალომემ სიმღერით უპასუხა, სადაც ახსენა ტრანსი, თითქოს კახის მასთან შეუსწრო და ღალატში გამოიჭირა. ამან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოცქსელში კრიტიკისა, სალომეს ტრანსმა ქალებმა მხარი მაინც დაუჭირეს და ვიდეოებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

კახი მახარაძე ბრალდებას უარყოფს და ამას შემდეგნაირად განმარტავს.

„გამეცინა... ეს ალოგიკურია. თუ მე ტრანსთან მქონდა ურთიერთობა, სალიმ შემომისწრო, მერე... შევრიგდით? სრული სისულელეა... არ მაქვს არანაირი ჰეითი, მაგრამ ასე არ ყოფილა“ - თქვა წუპაკამ ზიპ Cast-ში.