დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას - ეს არის ეკონომიკა, ეს არის განათლება, ეს არის სხვა საკითხები, რომელზეც დღეს პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება პრეზიდენტის იმიჯს, იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის, იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც მან თავის დროზე შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.