ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
შაბათის ეთერის შემდეგ, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანების, გიორგი ნაზღაიძისა და მარიამ სანოგოს მიმართ კრიტიკისა და შეურაცხყოფის კორიანტელი არ ქრება. როგორც „პრაიმტაიმს“ გიორგი ნაზღაიძემ უთხრა, მოქალაქეები მათ პირად შეტყობინებებსაც უგზავნიან, სადაც როგორც მათ, ასევე მათ ოჯახებს აუგად მოიხსენიებენ.
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ თურმე ადამიანებს არ ვიცავთ ბულინგისგან, ყველას ავიწყდება, რომ ვართ წამყვანები და ნეიტრალური მხარე. მაგრამ სად არის სამართალი მაშინ, როცა ეს ადამიანები კანის ფერის, სიმაღლის გამო წამყვანს დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ ოჯახს, არის დედის გინება, მუქარა, ლანძღვა.
ნახეთ სქრინები, 1%-ი ამოვიღე იმ შეურაცხყოფებიდან, რომელიც ჩვენი მიმართულებითაა. როდესაც ეს ადამიანები გმობენ ბულინგს, ძალადობას და შეურაცხყოფას, თვითონ არიან ამის წამხალისებლები., ამ კომენტარებში კარგად ჩანს. პირველი მოძალადეები თავად არიან.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გულშემატკივრები მე არ მყავს. ვიღაცები წერდნენ, რომ ჩემი გულშემატკივრები იყვნენ და დღეს მლანძღავენ. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ისინი ჩემი გულშემატკივრები არიან, მე ჩემები ძალიან მიყვარს, რომლებიც ჩემს გვერდით არიან.“ - გვითხრა გიორგი ნაზღაიძემ.
ნახეთ საჯარო კომენტარები, რომლებიც წამყვანების პოსტებზე იწერება↓