როგორ დაიკლო გიგი დედალამაზიშვილმა 18 კილო - რეკომენდაციები ჭარბი წონის ადამიანებისთვის

გიგი დედალამაზიშვილი

„მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი წონის კლების საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, სასურველი კილოგრამების შენარჩუნება უჭირს.

„ბავშვობაში ვიყავი პუტკუჩა. მერე გავხდი და ვიყავი ძალიან გამხდარი. სიმაღლეში 1,93 ვარ. ოცი წლიდან, მახსოვს, ნელ-ნელა კილოგრამობით დავიწყე მატება. მივედი ფუმფულა გიგიმდე. 26 წლის ვიყავი, როცა ქორწილი მქონდა. მაშინ 22 კილო დავიკელი. ქორწილის მოტივაცია იყო, რომ ფოტოები დაგვრჩენოდა. მერე ისევ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავფუმფულდი, თუმცა ყველაზე ცუდი რამ დამემართა ბოლოს – კორონავირუსის დროს, მაშინაც დიდი ვიყავი, უმუშევარი ვიყავი, კიევში ვცხოვრობდით ერთი წელი, ჩემს ცოლს ჰქონდა გადაღებები, ამ დროს მოვიმატე.

18 საათი არ ვჭამდი და ვიმატებდი. შედეგს ვერ ვიღებდი. ანალიზების შედეგად მითხრეს, რომ წითელი ხორცის ჭამა არ შეიძლებოდა. პირველი ერთი წელი ძალიან ვიცავდი. რკინა ძალიან მაღალი მქონდა. ერთხელ რომ გადავამოწმე, ისევ მაღალი მქონდა, მას მერე აღარ ვამოწმებ.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მარტივად ვიკლებ და მერე 2-ჯერ სწრაფად ვიმატებ.