არსებობს თუ არა „ადელის დიეტა“ - რას ამბობს ვარსკვლავი წონის კლებაზე

ადელი

2016 წლის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულმა ბრიტანელმა შემსრულებელმა ადელმა ჟურნალისტებთან დუმილი დაარღვია და განმარტა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე პასუხი, არსებობს თუ არა და რამდენად მართალია საქვეყნოდ ცნობილი „ადელის დიეტა’

„ზოგჯერ მეცინება, იმდენი ისტორია იწერებოდა ჩემზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ადამიანები ჩნდებოდნენ ვიდეოებში და ამბობდნენ, რომ ისინი ჩემი მწვრთნელები იყვნენ, ძალიან ვხალისობდი, რადგან ამ ადამიანებს არც კი ვიცნობდი. ყოველდღიურად იწერება ათასნაირი დიეტა, რომელსაც ამბობენ, რომ მე ვიცავდი. სიმართლე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვჭამ იმაზე მეტს ვიდრე აქამდე ვჭამდი, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ აქამდე არასდროს ვვარჯიშობდი.

ინტერნეტში რომ ჩაწეროთ „ადელის დიეტა“ ძალიან ბევრ სტატიას ამოგიგდებთ, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ადამიანები ყოველდღიურად განიხილავდნენ ჩემს ფიგურას და ცდილობდნენ ჩემი „საიდუმლო წესები“ აღმოეჩინათ. ბევრმა ადამიანმა არ იცი ის, რომ მე ვარჯიში წონაში დასაკლებად არ დამიწყია, ვარჯიში დავიწყე იმიტომ, რომ ეს პროცესი საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში მეხმარებოდა. მიზანი მხოლოდ „იდეალური ფიგურა“ არასდროს ყოფილა, მე მხოლოდ ძლიერ და ჩამოყალიბებულ ადამიანად მინდოდა ქცევა.“ - აცხადებს ვარსკვლავი.