დღეს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1761981711
ინდოელი პატარძლები ძველი ტრადიციისამებრ ე.წ. Vidaai-ის (დამშვიდობება) დროს, როდესაც ისინი მშობლიურ სახლს ტოვებენ და საცხოვრებლად მეუღლის სახლში გადადიან, ჰაერში ბრინჯს ისვრიან. ამ ბრინჯს შემდეგ ოჯახის წევრები აგროვებენ და ინახავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ ინდოეთში მშობლებისთვის ქალიშვილის სახლში ყოფნა სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება. შესაბამისად, როდესაც ქალიშვილი თხოვდება და ის მშობლიურ სახლს ტოვებს - ჰაერში აუცილებლად უნდა ისროლოს ბრინჯი. ეს ქმედება ნიშნავს, რომ გათხოვების მიუხედავად, ის ოჯახის მატერიალური და სულიერი კეთილდღეობისთვის ლოცვას კვლავ განაგრძობს
ასევე, ამ ჟესტით პატარძალი მშობლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.