რა სიურპრიზი მოუწყო სალომე გოგიაშვილს მეუღლემ თვითმფრინავის ტრაპთან

სალომე გოგიაშვილი

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ამის მიზეზი მისი ხმამაღალი ფრაზები და განცხადებებია, რასაც შემდეგ დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე.

საზოგადოება გოგიაშვილის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება. მისი მეორე ნახევარი ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილი ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს.

„12 წელი გავიდა უკვე. ოჯახი პრობლემების გარეშე არ არსებობს, ეს გამორიცხულია და არ მჯერა. რაღაცნაირად რომ ხატავენ სოციალური ქსელის მეშვეობით, იდეალურ ოჯახებს, მგონია, ვინც ძალიან აფიშირებს ამას, სწორედ იქ არის პრობლემა. როცა ძალიან ბედნიერი ხარ, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება. ამას წლების შემდეგ მივხვდი. ადრე ყველაფერს ვყვებოდი. რეალურად, სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც ნამდვილად უხარია – დანარჩენ ადამიანებს ან შურთ, ან არიან გაბოროტებულები და არ უხარიათ. მე ძალიან მჯერა ცუდი თვალის და ბავშვების ფოტოებსაც არ ვდებ. რამდენჯერაც გამოვაჩინე, იმდენჯერ სიცხე ჰქონდათ… ვთქვი, რომ მათ ფოტოებს აღარ დავდებდი. ალბათ, უფრო „იღებენ“ თვალს. იგივეა ოჯახსა და ზოგადად, სიხარულზე, რაც ცხოვრებაში გვაქვს ხოლმე. მირჩევნია, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გავაზიარო, ვიდრე დანარჩენი საზოგადოებისთვის.

სალომე გოგიაშვილი ქმრის ბოლო სიურპრიზზეც საუბრობს.

„საზღვარგარეთ ვიყავი წასული საქმეზე. რომ ჩამოვედი, ტრაპთან დამახვედრა გოგონა, რომელიც იდგა ტრაფარეტით, ზედ ჩემი სახელი და გვარი ეწერა. მანქანაში ჩამსვეს და ვიპ გასასვლელიდან გამიყვანეს. ეს იყო ხუმრობანარევი სიურპრიზი. სულ მაშაყირებს ხოლმე, ჩემი სელებრითი ცოლიო. რომ ჩამოხვედი, სელებრითივით დაგხვდიო, მითხრა. ხუმრობაც იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ჩემთვის.“ - თქვა გოგიაშვილმა „ფორტუნსთან“.

 

ასევე ნახეთ:

👉 „ჩემი მეგობრების ნაწილს ჩემთან ყოფნა არ მოუნდა მაშინ, როდესაც მიჭირდა“ - სალომე გოგიაშვილი

👉 დაათვალიერეთ სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი შუაგულ თბილისში, აუზითა და კინოთეატრით

👉 „როდესაც მამაკაცი ვერ უზრუნველყოფს შენს ბედნიერებას, რაც არ უნდა მიყვარდეს გული ამერევა...“ - სალომე გოგიაშვილი