"ვიღაცამ მკითხა, ბანაობის დროსაც გერევა გული წყალზეო?" - სალომე გოგიაშვილი თავის უწყლობაზე

salome

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი რომ წყალს არ სვამს, ამის შესახებ მან შარშან პრესაში გააჟღერა თუ არა, მაშინვე განსჯის საგანი გახდა. 

როგორც სალომე ჩვენთან საუბარში ამბობს, ის გაუწყლოებას არ უჩივის, იღებს სხვა სახის სასმელებს და პირად კოსმეტოლოგს აოცებს კიდეც. 

სალომე გოგიაშვილი: მკვრივი კანი მაქვს, უწყლობა მაინც ვერაფერს აკლებს. ჩემი კოსმეტოლოგი ისტერიკაში ვარდება, რანაირად ხარ უწყლოდო? მე დღეში ოთხ ლიტრს ვსვამ, კანს ვუვლიო, მაგრამ შენ რომ გიყურებ, ვხვდები, ეს არ არის მთავარიო. 

წყალს საერთოდ არ ვიღებ. რომ ვხედავ, იმაზეც ცუდად ვხდები. იმ დღეს გადაცემაში წინ დამიდგეს წყლის ჭიქა და გულისრევის შეგრძნება დამეწყო. ვერავინ მიხვდა, რა მჭირდა. გავვარდი, ცრემლები წამომივიდა, მაკიაჟი ჩამომედღლიზა. 

არც ერთი ჩემი მეგობარი ჩემი თანდასწრებით წყალს არ სვამს. მაშინვე გული მერევა. ვიღაცამ მკითხა, ბანაობის დროსაც გული გერევაო? (იცინის) არა, ბანაობით ვბანაობ, უბრალოდ ვერ ვსვამ...