რატომ მალავდა შვილს სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, რომ გარკვეული პერიოდი საკუთარ შვილს მალავდა.

როგორც ის ერთ-ერთ გადაცემაში ამბობდა, ქმართან დაშორების შემდეგ, ქალისთვის შვილის ყოლა ცუდ ტონად ითვლებოდა, რამაც კომპლექსი გაუჩინა.

„რამდენიმე წელიწადში ძალიან შეიცვალა მდგომარეობა და დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იმ დროს, გულწრფელად ვამბობ, იცი, როგორ პრობლემად დამისახეს? ამას ბულინგიც აღარ ჰქვია, შეიძლება, თავი მოიკლა. როგორ, შენი საყვარელი ადამიანის გამო ვიღაც შენზე უარს ამბობს? შვილის გამო? საშინელებაა. თან, როცა ახალი განქორწინებული ხარ, ისედაც ამხელა სტრესი გამოიარე და ამ დროს შენზე ამბობენ: უფ, ეს შვილიანია, ეს განათხოვარიაო – ქალისთვის ეს საშინელებაა. მე ამან დამაკომპლექსა და ვმალავდი, რომ შვილი მყავდა. მერე რომ დავფიქრდი, მიხვდი, რომ ვმალავ ადამიანს, რომელიც ცხოვრებას მირჩევნია და რომლის გამოც დაუფიქრებლად გავწირავ სიცოცხლეს?

რატომ, იმიტომ, რომ ვიღაცამ ზედმეტი არ იფიქროს? შვილის სიყვარულმა დამაძლევინა ეს კომპლექსი. დღეს მგონია, რომ ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მაგრამ თუ მაინც ვინმე იმავე გზას გადის, ვეტყვი, რომ ამქვეყნად შვილზე ძვირფასი არავინ არის, არცერთი კაცი, არცერთი ადამიანის წარმოდგენა შენზე. ამიტომ თამამად იცხოვრეთ და დატკბით ღმერთის საჩუქრით. დედობა ნამდვილად ღმერთის საჩუქარია. კაცისთვის, რომელიც იმით გაფასებს, გყავს თუ არა შვილი, გამარჯობის თქმაც არ ღირს. თუ უყვარხარ, უყვარხარ შენი შვილით და თუ თემის განხილვას ამ ჭრილში იწყებს, მასზე ლაპარაკი არც ღირს. ამიტომ, კაცები სწორად უნდა აარჩიოთ. როგორც კი დედა ხდები, სხვანაირად იწყებ ფიქრს. ნამდვილი დედის ფიქრები მთლიანად შვილზე გადადის და როგორც კი ხვდები, რომ შეიძლება, შენს შვილს დისკომფორტი შეექმნას, იქიდან იწყება კაცის რეალურად შეცნობა, “- ამბობს სალომე გოგიაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი“ - ბიძინა კულუმბეგოვის ეფექტური დიეტა

👉 მელანიას დიეტა – რა არის აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის იდეალური ფორმების საიდუმლო

👉 „უფალს მადლობას ვუხდი, რომ შენთან შემახვედრა, ჩემო მეჯვარევ... ჩემთვის სამუდამო გმირად დარჩები“... - პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი ილია ელოშვილს ემშვიდობება

👉 VIDEO: „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ!“ - სარატოვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები პუტინს უმღერიან