„ქალის პატივისცემა მხოლოდ სადღეგრძელოები არ არის, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ მოძალადეების წინააღმდეგ“ - გიორგი ნაზღაიძე

ნაზღაიძე

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში ბოლო დროს მომხდარი ფემიციდის შემთხვევებს ეხმაურება.

„ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ქალებმა გადაარჩინეს მძიმე 90-იან წლებში ეს ქვეყანა, მიატოვეს შვილები, ქმრები, მშობლები, თავიანთი საქმე, რომლის გაკეთების საშუალებაც ჩაბნელებულ ქვეყანაში აღარ ჰქონდათ უცხო ქვეყანაში წავიდნენ სამუშაოდ და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთ ქალებზე დგას ქვეყანა.

შემზარავია ის ფაქტები, რომელიც ყოველდღე გვესმის, როგორ კლავენ ქალებს ამ ქვეყანაში კაცები. გუშინ სურამის ეკლესიაში მომხდარი დანაშაული როცა ორმა პირმა მონაზონი გააუპატიურა და სცემა, აჩვენებს რომ მართლა საშინელ მდგომარეობაში ვართ და ქალები ყველგან დაუცველები არიან.

ქალის პატივისცემა მხოლოდ სადღეგრძელოები არ არის, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ მოძალადეების წინააღმდეგ და ერთად უნდა დავიცვათ ქალების უფლებები. ძალადობაზე მკაცრი სასჯელი უნდა იყოს!!“ - წერს გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში