პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თერჯოლაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს ქალთა უფლებების დამცველები ეხმაურებიან და თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, კანონი უნდა გამკაცრდეს და ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ქვეყანაში ქალებსაც ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც კაცებს.
"ჩვენ ამ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ და სახელმწიფოს ვალია ამ ადამიანებს გააგებინოს, რომ ქალებსაც ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც კაცებს და თუ კაცს შეუძლია რაღაცაზე თქვას უარი, ქალსაც შეუძლია, რომ თქვას იგივე უარი და პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანის ამ გადაწყვეტილებას. ამ მენტალიტეტის პრობლემას სჭირდება განათლება და ცნობიერების ამაღლება," - აცხადებს კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.
თანასწორობის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.
"უფრო უნდა დავიწყოთ ადრეულ ეტაპზე თანასწორობის აღიარება. ანუ, თუ თანასწორობას, როგორც ღირებულებას მივიღებთ და არა როგორც თავსმოხვეულ რაიმე პირობას ვიღაცისგან, მაშინ ეს ავტომატურად, რა თქმა უნდა, შეამცირებს ძალადობის შემთხვევებს. ანუ როცა ვეუბნებით, რომ არა ფემიციდს, ეს უკვე ძალიან დაგვიანებული ჩარევაა, გაცილებით ადრე უნდა მოხდეს ჩარევა," - აცხადებს ანა არგანაშვილი.
მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე ცოცხლად დაწვა, მიღებულმა დაზიანებებმა თავადაც იმსხვერპლა. სასტიკი დანაშაული დამნაშავის გარეშე დარჩა. მშობლების გარეშე დარჩნენ მათი შვილებიც. ირკვევა, რომ ლეონიდ ზვიადაძეს ყოფილ ცოლთან კონფლიქტი სისტემატურად ჰქონდა, ამის გამო მას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.
ამის მიუხედავად მამაკაცი ქალთან შერიგებას მუდმივად ცდილობდა. საბოლოოდ კი საკუთარი შვილების დედაზე მან შური იძია და ქალს სუპერმარკეტში თავის სამუშაო კაბინეტში ცეცხლი წაუკიდა.