„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
როდესაც „პრაიმ ჰაუსში“ ზურა ყიფშიძის მოდელი ქალიშვილი, ლენუკა ყიფშიძე გამოჩნდა, დატრიალდა ხმები - ოოო, ამ სეზონის გიორგი ნაზღაიძე ეს იქნებაო.
გიორგისა და ლენუკას შორის რა მსგავსებას ხედავდნენ, ამაზე კომენტარს „პრაიმტაიმთან“ პირველი სეზონის გამარჯვებული და "პრაიმ ჰაუსის" წამყვანი - გიორგი ნაზღაიძე აკეთებს.
გიორგი ნაზღაიძე: ლენუკა რომ შედიოდა „პრაიმ ჰაუსში“, ამბობდნენ, გიორგი ნაზღაიძე შედისო. რახან ასაკით დიდია, ცნობილია და შემტევია, მე მადარებდნენ - გოგო ნაზღაიძე შევიდა პროექტშიო. რა გითხრათ, მაყურებლისგან და მონაწილეებისგან მესმის, ბევრი ბაძავს ნაზღაიძესო. ჩემს ფრაზებსაც აჟღერებენ. ვერ ხვდებიან, რომ მიბაძვით ვერ მიაღწევენ მიზანს. ამ დროს თავი უნდა დაიმკვიდრონ, სახე შექმნან.
ლენუკა არავის ბაძავს. სამართლიანი მოთამაშე მგონია. ალბათ, ეს ასაკიდან გამომდინარეა. ასაკის გამოა, რომ გაცილებით უკეთ არეგულირებს ურთიერთობებს.
ყველა მონაწილე რაღაც დოზით თამაშობს. ეს ტელევიზიაა, შოუა, გახსოვს, რომ კამერებია ჩართული. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ლენუკა სხვებივით არ თამაშობს.