1740337798
„ეკლესიაში უნდა შესულიყო ვიღაცის სასაფლაოზე და დედაოს არ შეუშვია, ამის გამო მომხდარა ეგ ამბავი...“ - რას ამბობს მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულის დედა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხრამუხის დედათა მონასტრის მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ნასამართლევია, რადგან წარსულში მეუღლემ უჩივლა.
ბრალდებულის დედის თქმით, მისი შვილი საპატიმროში 2 წელი იყო.
„ეკლესიაში უნდა შესულიყო ვიღაცის სასაფლაოზე და დედაოს არ შეუშვია, ამის გამო მომხდარა ეგ ამბავი. მეუღლემ უჩივლა, გამლახაო, ძალადობაზე, იჯდა ორი წელი“, - ამბობს ბრალდებულის დედა „რუსთავი 2“-თან საუბარში.
ცნობისთვის, 26 ნოემბერს, გვიან ღამით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.