არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
 
                                                                81 წლის მოდელი ჩოი სუნ ჰვამ სილამაზის კონკურს „მის სამხრეთ კორეას“ უხუცესი მონაწილე გახდა. AP-ს ინფორმაციით, სეულში გამართული კონკურსის ფინალში ის მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელებს შეეჯიბრა. ჯვამ ტიტული ვერ მოიგო, თუმცა გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე კარგად ჩაცმული კონკურსანტი“.
ჩოი საავადმყოფოში მუშაობდა, მოდელობა კი 70 წლის ასაკში დაიწყო.
„ამ ასაკშიც კი გამოვიჩინე სიმამაცე და გამოწვევაზე უარი არ ვთქვი. მინდა ხალხმა შემომხედოს და გაიაზროს, რომ შესაძლებელია იცხოვრო ჯანსაღად და სიცოცხლისგან სიამოვნება მიიღო, მაშინ, როდესაც პოულობ იმას, რისი კეთებაც გინდა და საკუთარ თავს შენივე ოცნებების ასრულებისთვის გამოწვევებს უწყობ“, - განაცხადა ჰვამ.
მის სამხრეთ კორეად კი 22 წლის ჰან არიელი აირჩიეს, რომელიც ნოემბერში თავის ქვეყანას კონკურსზე „მის სამყარო“ წარადგენს.

