„ნიჭიერება გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში“ - ანრი ბიბინეიშვილის ინტერვიუ

ანრი

„პრაიმ ჰაუსის“  მონაწილე ანრი ბიბინეიშვილმა პირად და რეალითი შოუს ცხოვრებაზე „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა:

როგორ შეაფასებდით, „პრაიმ ჰაუსში“ გატარებულ ორ კვირას?

ამ ორი კვირის განმავლობაში ბევრი რამ გამოჩნდა, ვიღაცეებს გარედან ჰქონდათ თამაში დაწყებული და შიგნით ცოტა სხვანაირები გამოჩნდნენ.

ცოტა დაძაბულობა იყო, რაღაცეებში გარკვევა მჭირდებოდა და გავერკვიე.

თამაშში პერსონაჟების ჩამოყალიბება არასწორია, ხოლო თუ ამდენად ნიჭიერი ხარ, რომ ეს გამოგდის მისასალმებელია და ნიჭიერება გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში.

რას იტყვი თქვენი და ლუკას კონფლიქტზე?

კონფლიქტები მოდით ძმებსაც, თუმცა მე არ ვარ ლუკას ძმა და დიდი იმედი მაქვს ვერც ვიქნები. ჩემი დამოკიდებულება კონფლიქტების შემდეგ არ არის „ბუტიას“ პოზიცია შესაბამისად აღქმული მაქვს სად ვარ და ვიქცევი შესაბამისად.

„ნუთუ სიყვარულის ადგილი ტუალეტია?!“ - რას იტყვი პაატას და ქინქის ურთიერთობაზე?

როცა საზოგადოება გიყურებს ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცე პირადად მე და სხვა როგორც უნდა ისე მოიქცეს ეს მისი საქმეა.

რას ეტყოდი თქვენს გულშემატკივარს?

პირველ რიგში დიდი მადლობა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ამხელა ენერგია მათგან.