კონფერენცია

საზოგადოება • 1793353813

დასკვნითი გაცვლითი კონფერენცია - ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე

დასკვნითმა კონფერენციამ „ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სათემო ჯგუფები, დამოუკიდებელი ურბანული ექსპერტები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გააერთიანა.კონფერენციის მიზანი იყო პროექტის „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD) ფარგლებში შექმნილი ურბანული ლაბორატორიების გამოცდილების გაზიარება, მიღწეული შედეგების შეჯამება და მუშაობის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებებისა და გამოწვევების განხილვა.გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებდა პროექტს „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD), რომლის მიზანი იყო ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა ურბანული ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში, მონაწილეობითი დაგეგმარების გაძლიერება და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობა.მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, პროექტმა ხელი შეუწყო ისეთი პრაქტიკული მიდგომების შემუშავებას, რომლებიც საქართველოში უფრო ინკლუზიური, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და საცხოვრებლად ხელსაყრელი ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება.ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, დანიელ ბუშემ და GIZ-ის პროექტის „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD) დირექტორმა, ანკა დერიხსმა.გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისეთი ურბანული გარემოს ფორმირებაში, რომელიც ადამიანთა საჭიროებებზეა მორგებული და ხელს უწყობს პლურალისტური საზოგადოების განვითარებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საცხოვრებლად ხელსაყრელი, ინკლუზიური და მდგრადი ურბანული გარემოს შექმნა ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს.საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართ და ყურადღება გაამახვილა ახლახან გამოცხადებულ 38 მილიონი ევროს დაფინანსებაზე, რომელიც ახალი პროექტების განხორციელებას მოხმარდება. ინიციატივის „EUwithYou“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ოჯახებისა და ადგილობრივი თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების მიზნით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს მცირე ქალაქებსა და დაბებში ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ახალი პროექტები შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, და ამავდროულად ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და გაუმჯობესებას.აღნიშნული 38 მილიონი ევროს დაფინანსების ფარგლებში, ევროკავშირი მომდევნო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში 4,5 მილიონ ევროს გამოყოფს ინიციატივისთვის „ევროკავშირი მდგრადი ურბანული განვითარებისთვის“ (EU for Sustainable Urban Development), რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის ერთობლივი ინიციატივაა. ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა, რომ GIZ-ის მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა მყარ საფუძველს შექმნის კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად.კონფერენციის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ურბანული ლაბორატორიების საქმიანობის შედეგები ხუთ პარტნიორ ქალაქში, სადაც ჯამში 360 000 ადამიანი ცხოვრობს.ბათუმში, ძველი ბათუმის ისტორიულ უბანში, მიმდინარე ღონისძიებები მიზნად ისახავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას დაახლოებით 15 000 მცხოვრებისა და ქალაქის სტუმრებისთვის. გორში ყურადღება გამახვილდა ჭალის უბნის საზოგადოებრივი და გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობაზე, ზუგდიდში — ქალაქის ცენტრალური ნაწილის გაუმჯობესებაზე, ხოლო ონსა და სამტრედიაში — ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე.ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა 30 ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. საერთო ჯამში, ხუთივე ქალაქში 350-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული და საცხოვრებლად ხელსაყრელი ურბანული გარემოს შექმნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებაში.პროექტის ფარგლებში სამ ქალაქში, ურბანული ანალიზის, ადგილობრივი საჭიროებებისა და მონაწილეობითი პროცესების საფუძველზე, შემუშავდა სამეზობლო კონცეფციები, რომლებიც ურბანული გარემოს გაუმჯობესების სხვადასხვა გადაწყვეტას მოიცავს. მათი ნაწილი სადემონსტრაციო პროექტების სახით ხორციელდება. ასევე მომზადდა საქართველოს საჯარო ინვესტიციების სტანდარტებთან შესაბამისი, დაფინანსებისთვის მზადყოფნაში მყოფი საინვესტიციო პროექტები. ურბანული ლაბორატორიების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკის რეკომენდაციები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნის გაზიარებისთვის განკუთვნილი მასალები.პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მუნიციპალური ენერგომენეჯმენტის გაძლიერება. ოთხ მუნიციპალიტეტში დაინერგა ენერგომენეჯმენტის სისტემები (EMS) და ჩატარდა ენერგოაუდიტები. კლიმატმეგობრული ენერგეტიკის ბაზრობებში 500-ზე მეტი ადამიანი და 30 მცირე და საშუალო საწარმო მონაწილეობდა. სამ მუნიციპალიტეტში გამართული კონკურსის შედეგად კი ექვსი საწარმო SUD-ის ფინანსური მხარდაჭერით ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს ახორციელებს.კონფერენციის მეორე ნაწილი, „ქალაქების მომავლის ფორმირება“, მდგრადი ურბანული განვითარების თანამედროვე მიდგომებს დაეთმო. ექსპერტებმა განიხილეს ინტეგრირებული სამეზობლო კონცეფციების შემუშავების მეთოდები და ახალი ევროპული ბაუჰაუსის (New European Bauhaus) პრინციპების — მდგრადობის, ინკლუზიურობისა და დიზაინის ხარისხის — გამოყენების შესაძლებლობები ურბანულ განვითარებაში.კონფერენცია ურბანული ლაბორატორიების მიღწევების ამსახველი გამოფენით დასრულდა, სადაც წარმოდგენილი იყო სამეზობლო კონცეფციები, განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ვიზუალიზაციები, მონაწილეობითი დაგეგმვის მეთოდები, ტაქტიკური ურბანიზმის მაგალითები და მიღებული გამოცდილება.წარმოდგენილმა შედეგებმა ცხადყო გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოში მონაწილეობითი, კლიმატზე ორიენტირებული და ინტეგრირებული ურბანული განვითარების ხელშეწყობაში.

ცოფიანი ძაღლი

შემთხვევა • 1792511581

„რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა!“ - სურსათის ეროვნული სააგენტო

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა!„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ - სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი (გამოცდის ოქმი №10367/1).სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა - თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი - მიცკევიჩის 70 და რუსთავი - ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამ,უშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და დროულად მიმართოთ რაბიოლოგს.დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სალომე კაპანაძე

საზოგადოება • 1792180303

"ნელ-ნელა შეიცვალა ფერი და ზომა..." - სალომე კაპანაძე, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა

ცნობილი ინფლუენსერი სალომე კაპანაძე თურქეთში იმყოფება. სალომე თურქეთში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ გაემგზავრა. ამის შესახებ, მან ინსტაგრამზე თავად დაწერა, როგორც გაირკვა, მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს."პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ გამიკვირდა იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ" - წერს სალომე.როგორც ინფლუენსერი საკუთარ გვერდზე წერს, თავდაპირველად მცირე ზომის ხალი "პრაიმ ჰაუსის ოლსტარში" მონაწილეობის დროს გაუჩნდა მკლავზე. 2024 წლის შემდეგ კი ხალმა ფერიც და ფორმაც არაერთხელ შეიცვალა."როგორც ასეთი დაავადება ძალიან საშიშია, მაგრამ რადგან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ მარტივად მოგვარდება. ჭკვიან წამალზე და იმუნოთერაპიებზეა საუბარი, ჯერ კიდევ გამოკვლევებზე დავდივარ და ფრენის გადადებაც მომიწევს, რადგან სამ დღეში ყველაფერი ვერ ესწრება. დღეს მინი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ის კონკრეტული ადგილი კიდევ უნდა გამიჭრან და უფრო დიდ ტერიტორიაზე ნახონ თუ არის გავრცელების საშიშროება. მაგრამ იქამდე ბევრი გამოკვლევები და ანალიზები არის საჭირო. აქ არაპროფესიონალურად არავინ მომკიდებს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფრენა არ გადამედოს" - წერს სალომე კაპანაძე. 

აშშ სენატი

მსოფლიო • 1791958779

12 სენატორი დონალდ ტრამპს რუსული დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზარზე დაშვების შეთანხმების გაუქმებას სთხოვს – „პუტინი ტირანია, გამოდით ამ შეთანხმებიდან“

აშშ-ის ორივე პარტიის წარმომადგენელმა სენატორებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართეს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება სთხოვეს, რომელიც რუსული დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზარზე გატანას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. წერილს დემოკრატი სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი, კრის კუნსი, დიკ დერბინი, ჯეკ რიდი, ჯინ შაჰინი და შელდონ უაითჰაუსი, ასევე რესპუბლიკელები ალან არმსტრონგი, სიუზან კოლინზი, ჯონ კორნინი, მიჩ მაკკონელი, ლიზა მურკოვსკი და ტომ ტილისი აწერენ ხელს.„მოსკოვისთვის შესაძლებლობის მიცემა, რუსული დიზელის საწვავი მსოფლიო ბაზრებზე შეზღუდვების გარეშე გაყიდოს, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებს და უკრაინელი ხალხის ღალატია. უკრაინელები კვლავაც თავს იცავენ პუტინის სასტიკი და უკანონო ომისგან. ეს შეთანხმება ჩვენი მოწინააღმდეგისთვის საჩუქარია და ჩვენი მოკავშირეებისთვის ღალატი. ის უნდა გაუქმდეს“,- წერენ სენატორები.სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, შეთანხმების ნაცვლად დაუყოვნებლივ დაიწყოს ახლახან მიღებული „ლინდსი გრემის კანონის“ ფარგლებში გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.„ეს უფლებამოსილებები თქვენგან მოითხოვს, ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოთ რუსეთზე და მისი ომის მთავარ მხარდამჭერებზე, მათ შორის ჩინეთზე. ამით გააძლიერებთ თქვენს პოზიციებს მოლაპარაკებებში და შეძლებთ, სწრაფად დაასრულოთ ეს დამანგრეველი კონფლიქტი“,- ნათქვამია წერილში.სენატორები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინაში მშვიდობა სამართლიანი პირობებით უნდა დამყარდეს.„მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა სამართლიან პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. მან უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული ღირებულებების, უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, ასევე უკრაინელი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვა.შეთანხმება, რომელსაც 9 ოქტომბერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიაღწიეთ, ვერც სამართლიან შედეგს მოიტანს და ვერც ამერიკელებისთვის იქნება სასარგებლო. ათწლეულების განმავლობაში ამერიკა თავისუფლების საყრდენი იყო ტირანიის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტები ტირანებისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოები იყვნენ. პუტინი ტირანია. გამოდით ამ შეთანხმებიდან, გააუქმეთ გენერალური ლიცენზია №135 და გამოიყენეთ 2026 წლის „ლინდსი ო. გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ გათვალისწინებული უფლებამოსილებები“,- აცხადებენ სენატორები.შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790660486

შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა; დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ

 გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა."ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ერთ ხმაში დედის გინების ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს "მონებს" უწოდებს.ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მართალია, სექტის ნაწილმა ეს აღშფოთება გააკრიტიკა, თუმცა გამოჩნდა სინანულის შემცველი ტექსტებიც: დედის გინება პროტესტისა და თვითგამოხატვის ფორმა არ უნდა იყოსო და დიდად არც მაშინ მოგვწონდა, ეს გინება ჩვენს გვერდით რომ გვესმოდაო.მართალია, ეს სინანული მაშინ არ გამოუხატავთ, მაგრამ დაგვიანებული სინანულიც საქმეა. თუ დღეს მაინც მივედით აღიარებამდე, რომ დედის გინება მიუღებელია და პოლიტიკურ პროტესტსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, ამას გაგრძელებაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა.გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა.მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა (!)ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება შეურაცხყოფის ავტორის გამხნევებად იქცა, კათარზისის დასაწყისში მყოფი სექტა კი ჭეშმარიტების გზას ისევ ააცდინა. ბოდიშისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, შეურაცხყოფის ავტორმა პოლიტიკური წახალისება მიიღო.სინანული, პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ანუ ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა გვასწავლის, ისევ მცდარ პოზიციაზე ბოლომდე დარჩენამ, დეჰუმანიზაციამ და აგრესიამ ჩაანაცვლა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქართული კი არა, სწორედ რომ გარედან შემოტანილი, დატრენინგებული და წაქეზებული კამპანიაა.გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა.ასე იქცევა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ.ჩვენ ეს უკვე ვნახეთ მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის შემთხვევაში, როდესაც ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმის არდაგმობამ და პოლიტიკურმა გამართლებამ, პოლიციელზე შემდეგი ძალადობის გარემო შექმნა.ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავედროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ.გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს.P.S. როგორც ამას წინ აღვწერე, სექტას სჭირდება დოგმები, ქურუმები, წმინდანები და მარტვილები, საკუთარი კალენდარი და რიტუალები. ფსევდორელიგიას ჰიმნოგრაფიც სჭირდება, და სექტის წიაღში ეს ადგილი ალექსანდრე კორძაიამ ხალისით დაიკავა.შესვლა იოლი აღმოჩნდა, გამოსვლა კი გაცილებით რთულია.ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით "ევროპა" გიმაგრებს," - წერა შალვა პაპუაშვილი.

გაზი

საზოგადოება • 1788866783

5000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა - აღდგენის დრო

გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდება.კერძოდ, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება:ანდრია დადიანის ქ. 16 (ნავთლუღ-კახეთი რკინიგზის ქუჩა), კახეთის გზ. 33ა/ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული შპს ,,პიტ სტოპ”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, კახეთის გზ. 3ა, ქეთევან წამებულის გამზ. 71, 71ბ, 77, 79, 91, მოსკოვის გამზ. 1, 3, 5, 7, 7/1, 9, 11, მოსკოვის გამზ.13-ში მდებარე შპს ,,ჯეი 1” საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, სამგორის ჩიხი 5-ში (ახლ. გ. ნადარეიშვილის ქ. 5, 5ბ), სამგორის ჩიხი 8-ში, სამგორის ქ. 16-ში (16-ის მიმდებარედ) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 9ა-ში მდებარე შპს ,,ბალავარი პროპერტის” საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე გრ. ლორთქიფანიძის ქ. 7ბ-ში მდებარე შპს ,,ლაგი კაპიტალი”-ს, მოსკოვის გამზ. 17ბ, 18-1, 18-2, 19, 19ა, 21, 20, 20ა, 22ა, 24ა, 24ვ, კაიროს ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 02/126-ში მდებარე შპს ,,ლაგი”-ს, ასევე მოსკოვის გამზ. 14ა-1-სა და 14ა-2-ში მდებარე შპს ,,ოპტიმა ისანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 25ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, მოსკოვის გამზ. 24ა-ში მდებარე შპს ,,ისანი კომფორტი"-ს, გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. 1ა-ში მდებარე საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი"-ს, გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. 3ა-ში მდებარე შპს ,,ჰაუზაკადემია"-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მოსკოვის გამზ – ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის, კახეთის გზ. 1 ბ-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, რევაზ მამისაშვილის, რაზიკაშვილის ქუჩებზე, კახეთის ჩიხსა და მშენებელთა დას. 153-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე სამგორის ჩიხში – შპს ,,ბარზო”-ს, შპს ,,ნიკორა ტრეიდს”, შპს ,,კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიებს”, სს ,,თბილისის თამბაქოს’, სს ,,ქაშანაურს”, სს ,,კრისტალი 94”-ს, ი/მ ჯანო თოდუას, შპს ,,სანდოს”, შპს ,,აგროსისტემებს”, ი/მ ზაზა ბუჯიაშვილს, შპს ,,აისბერგს”, შპს ,,ბლიცი 4X4”-ს, შპს ,,შირაქს”, შპს ,,ჯეოსტარს”, შპს ,,აირსერვისს”, სს ,,თბილისის თამბაქოს”, შპს ,,დაფნა“-ს, შპს ,,სამგორი 94”-ს, შპს ,,სამგორი 2014”-ს, შპს ,,მემონტაჟე ნიკა”-ს. მეველეს ქ. 3-ში – შპს ,,თბილისი 94”, ი.მ ნუნუ მგელაძე, შპს გიორგი 94”, სს,,კედარი”, ი.მ ბესიკ აფციაურს, შპს ,,ინვესტიკო ჯგუფი:, შპს ,,დოლაბაური 2022”, შპს ,,ლორდსი”, შპს ,,კოლხიდა”, შპს ,,ივერია ჰაუსი”, შპს ,,ქართლი უნივერსალ სერვისი”, შპს ,,ნავთლუღი-ავტოსადგომი”, ი. მ მამუკა მახარაძის, ი.მ ამირან ჯანელიძის, ი.მ ნაირა ტუხაშვილის, და ი.მ ილია ბაგალიშვილის კომერციულ ობიექტებს, ქეთევან წამებულის გამზ. 67-ში – შპს ,,თი ბი სი ბანკი”, შპს ,,ქართულ დეველოპერულ კომპანია”-ს, შპს ,,თეკლა”-ს, შპს ,,ჯუბა”-ს, შპს ,,ჯლს”-ს, შპს ,,ვუდი”-ს, შპს ,,ნუცა”-ს, შპს ,,ბანი”-ს, შპს ,,ალექსანდრე 2”-ს, შპს ,,ბეიქლაბს”, შპს ,,ჯეო მარკს”, შპს ,,გროსფლეის გრუპს”, შპს ,,ვესტ ქოლდს”, შპს ,,გრინვილს”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, შპს ,,იდილია”-ს, შპს ,,თბილხელსაწყო”-ს, შპს ,,ასდო კომპანია”-ს, შპს ,,სიხარულს”, შპს “კერხელს”, შპს ,,გერმანელი ყასაბი 2010”-ს, შპს ,,გურმანოს” (იგივე დეგუსტო), შპს ,,სვეტი 53”-ს, ი/მ ნატალია ბასილაძეს, შპს ,,დასტა პროპქო”-ს, შპს ,,ფუდნეტს”, შპს ,,ენჯი”-ს, თამაზ ელიზბარაშვილს, შპს ,,მადლიანს”, ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობას, აბდულაზიზ საად მ. ალ-ფუჰაიდს, კახეთის ჩიხი 23-ში მდებარე შპს ,,ჯითიეი ტრეიდს”, კახეთის ჩიხი 1-ში მდებარე შპს ,,MGA”-ს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას, რევაზ მამისაშვილის ქუჩაზე - შპს ,,ახალი ისანს“, შპს ,,ნიკორა ტრეიდი”, შპს ,,ქართუ უნივერსალი” და მოქ. ლაშა კილაძის მცირე კომერციული ობიექტი, მოსკოვის გამზ. 10-ში მცხოვრებ მოქ. ბარბაქაძეს, ანდრია დადიანის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,გაზმშენს“ , მოსკოვის გამზ. 12-ში მდებარე შპს ,,ვარკეთილი მენეჯმენტს.მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 10 სექტემბრის 10:00 სთ დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე.„გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004, სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანი ყიფშიძე

ტაბლოიდი • 1786566839

„სურვილი ჩავიფიქრე და თუ ამისრულდება, ვიდეოს ჩავწერ...“ - ანი ყიფშიძე სასიამოვნო სიახლეს ამხელს

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის ნახევარფინალისტის, ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ანი მალე მეორე შვილის დედა გახდება. კადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა და როგორც ირკვევა, ეს რამდენიმე ხნით ადრე ჩაიფიქრა.ნახეთ კადრები ↓ასევე ნახეთ: ვინ არის ანი ყიფშიძის მეორე ნახევარი

საქართველოს დროშა

პოლიტიკა • 1786444889

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ?“ . ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.2026 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია ბალტიის ქვეყნებთან ერთად და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს : პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად.კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2016 წლის შემდეგ მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ბოლო ოთხეულში იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.2013 წლიდან საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა.

სამოსი

საზოგადოება • 1784540379

„არ ჩაიცვათ სხვისი მოცემული, სხვა ზომის სამოსი...“ - ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.„ნუ გეშინია საკუთარი თავის!არ შეგაშინოს საკუთარი აზრის ორიგინალურობამ!არ შეგაშინოს საკუთარი ოცნების მასშტაბმა!არ შეგაშინოს საკუთარი გემოვნების ეგზოტიკურობამ!არ შეგაშინოს საკუთარი თავის ინდივიდუალურობამ!შენ ინდივიდად დაიბადე, სახელით, გვარით, წონით, სიმაღლით, თმის, კანის და თვალების ფერით, პულსით, სისხლის ჯგუფით, წნევით და სხვა მრავალი მაჩვენებლით, რომელთა ასეთი კომბინაციაში მარტო შენ გახასიათებს, სხვას არავის!ბევრ რამეში თავს მოიაზრებ საზოგადოების, ოჯახის ნაწილად, მეტად თუ ნაკლებად.მაგრამ იქნება რაღაცეები, რაც მარტო შენ მოგეწონება ოჯახში, სკოლაში, სამსახურში, ყველგან.ხოდა აქაც არ შეგეშინდეს და არ დაკარგო კონტაქტი შენს გულისცემასთან!არასდროს არ მოირგო სხვისი მოცემული, სხვა ზომის სამოსი! გააგრძელე საკუთარის ძიება და პოვნა. გპირდები, თუ გულით მოძებნი, იპოვი! მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ასაკში.მე რომ პირად და პროფესიულ საკითხებში სხვებისთვის დამეჯერა, ერთი უბედური, ნაადრევად ოჯახშექმნილი დადანგრეული ვიღაც ვიქნებოდი. პროფესიით იურისტი ან დიპლომატი და ამ ყველაფრის ასატანად ალკოჰოლზე ან სხვა რამეზე დამოკიდებული, ღრმად დეპრესიული, სუიციდალური.მაგრამ არა!!!არ შევუშინდი საკუთარ მე-ს, ვიცურავე წლები დინების და თითქმის ყველას საწინააღმდეგოდ.ხშირად დამიკარგავს ფოკუსიც, დისციპლინაც, რწმენაც, თავიც… მაგრამ დღეს გულწრფელად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომნაღდად ის ვარ, ვინც ვარ!ნაღდად ის მიყვარს, ვინც მიყვარს!ნაღდად იმას ვაკეთებ, რასაც მინდა!ნაღდად იქ ვცხოვრობ, სადაც მინდა!ნაღდად ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა!ნაღდად იმას ვამბობ, რისი თქმაც მინდა!ნაღდად იმათთან ვახლობლობ, ვისთანაც მინდა!არ მაქვს აგრესია, რადგან არ ვარ ქრონიკულად იმედგაცრუებული, გზააბნეული, დაბოღმილი, თავდაკარგული, ინდოქტრინებული.ხოდა მე რაც შევძელი, შენ რატომ ვერ უნდა შეძლო?მეც ურთულესი გზა გავიარე აქ მოსასვლელად, შემოკლებების და შეღავათების გარეშე, მითუმეტეს მარტომ უცხო ქვეყნაში. იყო შიმშილი, მარტოობა, ქირის გადაუხდელობის გამო ბინის დაკარგვა, 2 თვე ხან სად, ხან სად ღამის გათენება, უძილობა, დეპრესია, პანიკური შეტევები…მაგრამ ღირდა იმად, რომ დღეს სარკეში ყოველი ჩახედვისას ვცნობ საკუთარ თავს და საკუთარი თავიც მცნობს.ამ ცხოვრებაში ბევრი რამ არის ცვალებადი, ორმნიშვნელოვანი, სავარაუდო. აი საკუთარი მე-ს პოვნა, ძიება, ერთგულება ნამდვილად უკომპრომისო რამაა, დამიჯერე.აბა, შენ იცი! არ დაგეზაროს, არ შეგაშინონ!ნებისმიერ ასაკში გაემართე საკუთარი თავის მიმართულებით, იქ კი ნაღდი თავისუფლება და ყველაზე ახლო ადამიანი დახვდება“,- წერს ლევან შენგელია. 

ანა ქურდაძე

ტაბლოიდი • 1781790079

„არასდროს მიფიქრია, იმ ღონისძიებას დავსწრებოდი, სადაც ბრიტანეთის მეფე-დედოფალი იქნებოდა…“ – ანა ქურდაძე სამეფო დოღს დაესწრო

პრაიმჰაუსის“ გამარჯვებული, ანა ქურდაძე დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში გამართული სამეფო დოღიდან კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ მისთვის დიდი პატივი იყო, ისეთ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც დიდი ბრიტანეთის მეფე-დედოფალიც გახლდნენ.„უმშვენიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში – ROYAL ASCOT- ზე თავისი დიდებულებით… არასდროს მიფიქრია, რომ მომეცემოდა შანსი, იმ ღონისძიებას დავსწრებოდი, სადაც ბრიტანეთის მეფე-დედოფალი იქნებოდა… დახვეწილი საზოგადოება, ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონები, ულამაზესი ქუდებით წარმოდგენილი.დოღი და შესანიშნავი განწყობა… მიხარია, რომ ამის მონაწილე ვიყავი… მივიღე უამრავი კომპლიმენტი ჩემს ლუქზე იქ, სადაც ისეთი დახვეწილი ქალები იყვნენ, თვალს ვერ მოაშორებდი. საოცარი გამოცდილებაა და ბრიტანული საოცარი დღეების დაგვირგვინება…“

გაზი

საზოგადოება • 1781761872

„არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია“ - გაზის მიწოდება 7500 აბონენტს შეუწყდება

სოფელ დიღომში, გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 7500 აბონენტს შეუწყდება.სოფელ დიღომში - როსტევანის ქუჩაზე არსებული გაზსადენის რეაბილიტაციის გამო, 18 ივნისის 12:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ფეიქრების ქ. 4, 6, 8, 4-6-8, 14-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ფეიქრების ქ.14-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,პარტნიორს”, ი.მ გოდერძი გვილავას, შპს ,,პროფი”-ს, შპს ,,სამთა”-ს, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, შპს ,,ავანგარდს”, შპს ,,გეოტერა”-ს, შპს ,,ახალი ტექნოლოგიების ცენტრს”, შპს ,,ნაისს”, შპს ,,ეს კა ჯგუფს”, ფეიქრების ქ. 14ა-ში - სს ,,ქალაქგაფორმება”-ს, შპს ,,ჯი არ სი”-ს, შპს ,,გინს”, შავლეგი ჩაგინავა-ს მცირე კომერციულ ობიექტს, ფეიქრების 1შ. 2-ში მდებარე შპს ,,ქონსთრაქშენ ჯგუფს”, შპს ,,ფოლადის სახლს”, ფეიქრების ქ. 21-ში მდებარე შპს ,,მარულას", წყალსადენის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ევროთრეიდს", შპს ,,ვატკოს", წყალსადენის ქ. 20-ში მცხოვრებ მოქ. გოგბერაშვილს, შპს ,,ირკო კაპიტალს“, შპს ,,ჯიბე“-სა და სხვა. გაზის მიწოდება შეუწყდება დიდი დიღმის ტერიტორიაზე, სოფ. დიღომი - 4000 მესხის I ჩიხი 2, I ჩიხი 2ა-ში მდებარე შპს "ზე-თაუერი"-ს საცხოვრებელი კორპუსის, I ჩიხი 3-ში მდებარე შპს “მალიკ ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, 4 000 მესხის ქ. 2, 6-ში მდებარე შპს ,,იჯი გრუპ“-ის, 7, 8, 9, 9ა, 16, 12-ში საცხოვრებელი კორპუსების, ფარსადანის ქ. 9-ში (ფარსადანის ქ. 1) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, როსტევან მეფის ქ. 2-დან 14-ის ჩათვლით ლუწები, კენტები - 1, 3, 5, ასმათის ქ. 1, 4, 6, 8, 10, 11ბ, 11გ, 12, 13, 14, ასმათის ქუჩის ნაწილს (#1 დან #13-ის ჩათვლით - კენტი, #2-დან #18-ის ჩათვლით - ლუწი), ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 1ა, 4-6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, 4 000 მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ჭაშნაგირის, დ. აღმაშენებლის XIII-კმ-ზე (ყოფ. ტურბაზის ტერიტორია) და მის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, დიდი დიღომი - ვეფხისტყაოსნის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,ხინმინ ინთერნეშენელ ინვესტმენტ გროუპ ლიმიტიდ კომპანი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ვეფხისტყაოსნის ქ. 16-ში მდებარე საცხ. კორპუსის, ვეფხისტყაოსნის ქ. 20, 22-24, 26, 26ა, 28, 32, 34, 36, დავით აღმაშენებლის ხეივანი 188-ში მდებარე შპს ,,გრადა”-ს, დავით აღმაშენებლის ხეივანი 194-ში მდებარე შპს ,,დიღომი 3”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, აკაკი ბელიაშვილის 2ჩ. 3, 2ჩ. 3ა, აკაკი ბელიაშვილის ქ. 40 (ბელიაშვილის II ჩიხი # 1), აკაკი ბელიაშვილის შეს. 12-ში (ეთერ ბოცვაძის ქ. 12) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ლუბლიანას ქ. 60-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, დისევის ქ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, გივი ჟვანიას ქ. 23-ში (ჯორჯ ბალანჩინის ქ. 18-ის მიმდებარედ) შპს ,,ნათან ბენ”-ის საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, გიორგი პაპაშვილის ქ. 11-ში მდებარე შპს ,,მარდიელი კაპიტალი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ნოდარ ბოხუას ქ.3-ში მდებარე შპს ,,ჰაუს დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსი, ნოდარ ბოხუას ქ. 5-ში (დავით აღმაშენებლის ხეივანი X კმ) მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, ლუბლიანას მე-3 ჩიხში საცხოვრებლი კორპუსი, კოტე ჩაჩავას ქ. 6-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს, კ. ჩაჩავას ქ. 4-ში მდებარე შპს ,,არქი უნივერსალი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ნოდარ ბოხუას ქ. 10-ში (იგივე ჩაჩავას ქ. 2-4-6-8-10) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, კ. ჩაჩავას ქუჩაზე - შპს “სოფია გოლდ კომპანი”-ს, შ.პ.ს. “ელექტრო მონტაჟ სერვისს”, შპს “უნიმედს”, შ.პ.ს. “იმკ 91”-სდა მიმდებარედ - ლუბლიანას ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის რამოდენიმე აბონენტს, აგრეთვე აკაკი ბელიაშვილის ქ. 6, 8, 104, 106, დისევის ქ. 5-ში (ლუბლიანას ქ. 21-მე-2 ბავშვთა საავადმყოფო) მდებარე შენობაში შესახლებულ დევნილ მოსახლეობას, ლუბლიანას ქ. 21-ის მიმდებარედ (აკაკი ბელიაშვილის III ჩიხი 10) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აღმაშენებლის ხეივანი 10 კმ-ზე მცხოვრები მოქ. ლომთათიძე (ც-469, აბ: 421203), ლუბლიანას ქ. 21-ის ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, შპს ,,ბაზი”, შპს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი, შპს ,,პირველი ნაბიჯი საქართველო”, ააიპ ,,ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი”, ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ბობ უოლშის ქ. 26-ში მდებარე შპს ,,ქორბუილდს”-ის საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, დ. აღმაშენებლის ხეივანში XII კმ-ზე მდებარე შპს ,,თეგეტა მოტორსის” მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, შპს ,,საქართველოს ნერგებს”, ი/მ გოჩა ნიკოლეიშვილის მცირე კომერციულ ობიექტს – სასტუმროს, დავით აღმაშენებლის ხეივანის VII კმ-ზე (დისევის I ჩიხი 2) მდებარე რამაზ ჯავახაძის საცხოვრებელ სახლებს, გვირილების, გ. პაპაშვილის, ჯ. შალიკაშვილის ქუჩების, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 11ა-ში მცხოვრებ მოქ. დიმიტრი აბულაშვილს, ასევე დიღომი-გლდანის შემაერთებელ გზაზე განთავსებულ ლალი გოლიაძის მცირე კომერციულ ობიექტს, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,სპორტმშენსერვისს”, ააიპ ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას”, შპს ,,კორპორაცია აი სი არ“-ს, დავით აღმაშენებლის ხეივანის VII კმ, ნაკვ. 001/086-ში მდებარე შპს ,,ჯავა”-ს მცირე კომერციულ ობიექტს, დავით აღმაშენებლის ხეივანის 119ა-ში ბესიკ უბილავას მცირე კომერციულ ფართს, ჯორჯ ბალანჩინის ქ. 38-ში მდებარე შპს ,,როიალ თრედინგ გრუფს”, დიდი დიღმისა და გლდანის შემაერთებელ გზაზე მდებარე შპს ,,ზ.მ”-ის მცირე კომერციულ ობიექტს, შპს ,,სპეცსამშენებლო სამონტაჟო კომპანია მიშელი”, შპს ,,თერმორუმი”, შპს ,,ელგრო მოტორსი”, ქიმიური კომპანია ,,გეოჯემი”, შპს ,,მონტაჟ ჯორჯია”, შპს ,,თრეიდლაინი”, შპს ,,ისთეითი”, შპს ,,ბომა“, შპს ,,კიკი”, მოქ. მურთაზ ვეშაგურის მცირე კომერციულ ობიექტს, შპს ,,მაქს კომფორტს“, სს ,,მ-პროდაქტს”, შპს ,,თერმარსენალს”, შპს ,,ნიუ მოტორსს”, შპს ,,ბიესი”-ს, შპს ,,თეკლე 2024“-ს, შპს ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, შპს ,,ქართულ-ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტს”, დავით აღმაშენებლის ხეივანის XII კმ-ზე მდებარე შპს ,,პატრიოტს", დავით აღმაშენებლის ხეივანი 198-ში მდებარე შპს ,,ნიკი"-ს, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ბიზნეს სახლს”, შპს ,,ჰობ დეველოპმენტს”, შპს ,,მაქსთერმს”, შპს ,,თეგეტა მოტორსს”, შპს ,,SMART GROUP”-ს, საპროტეზო ორთოპედიულ ცენტრს, ი/მ დავით თურქაძეს, გვირილების ქუჩაზე შპს ,,ქლინ ფლეისს”, თარ ღუდუშაურის სახელობიდ ეროვნული კლინიკა, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, კლუბი ,,დინამო”, შპს ,,ვიაიპი” სტომატოლოგიას, ი.მ კახაბერ კიკორია, შპს ,,სტეპლაინი”, შპს ,,ედესი”, ფ/პ მათიაშვილი, შპს ,,ავტოკომფორტი”, შპს ,,შპს ბ & დ კომპანი, შპს ,,კომფორტ რენტი”, შპს ,,გრინვეი საქართველო”, შპს ,,აგრომეტი”, ი/მ შოთა თალაკვაძე, შპს ,მაქს კომფორტი”, შპს ,,ჯეო ტურანი”, შპს ,თეკლა 2004”, შპს ,,ტექნო ბუმს”, შპს ,,მაკდონალდს” (შპს"თ და კ რესტორნები"), შპს ,,ვ-ჯეო რესტორნებს“, ღვინის ლაბორატორიას, შპს ,,ბელაჯიოს“, შპს ,,სტრადა მოტორსს”, შპს ,,ბელო და კომპანიას”,შპს ,,ოტო მოტორსს“, ფ/პ თამარ მაღლაფერიძეს, შპს ,,თერმოინდუსტრიას”, ფ/პ ,,თამარ მაღლაფერიძე”, შპს ,,მაქს კომფორტს", შპს ,,ბიზნეს-ცენტრი ბელიაშვილზე”, ვეფხისტყაოსნის ქ. 15-ში მდებარე შპს ,,დანა 1501”-ს, შპს ,,გივის დუქანი”, შპს ,,თბილისი ორიენტალი”, შპს ,,ძველი უბანი”, შპს ,,ავტოსერვის კლუბი”, შპს ,,შვიდი ვაინ”, ასევე გაზმოამრაგება შეუწყდება დ. აღმაშენებლის ხეივანში განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,დიო”, შპს ,,ელ თი”, შპს ,,შთალა” (რესტორანი), სს ,,გრინვეი საქართველო”, შპს ,,მათემოტორსი“, შპს ,,ოთო მოტორსი“, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, შპს ,,გრიგალი-10” (რესტორანი ,,ფორტუნა”), შპს ,,ენგადი“, შპს ,,მიდეა” (ი/მ კახა გაბრიჭიძე), შპს ,,ტექნოჰაუსი”, შპს ,,გრადიენტი”, შპს ,,ელ ჯი ჯი”, შპს ,,არბათი ჯგუფი“, შპს ,,კერხერს“ და სხვა.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს - 19 ივნისის 12:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 საათამდე.კომპანია აბონენტებს მიმართავს, იყვნენ ყურადღებით და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.“თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: - ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური - 114“, - აცხადებს “თბილისი ენერჯი“.

გაზი

საზოგადოება • 1781711325

გაზმომარაგება 7500 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს

„თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს:სოფელ დიღომში, გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 7500 აბონენტს შეუწყდება.სოფ. დიღომი - როსტევანის ქუჩაზე არსებული გაზსადენის რეაბილიტაციის გამო, ხვალ - 18 ივნისის 12:00 სთ-დან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ფეიქრების ქ. 4, 6, 8, 4-6-8, 14-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ფეიქრების ქ. 14-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,პარტნიორს”, ი.მ გოდერძი გვილავას, შპს ,,პროფი”-ს, შპს ,,სამთა”-ს, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, შპს ,,ავანგარდს”, შპს ,,გეოტერა”-ს, შპს ,,ახალი ტექნოლოგიების ცენტრს”, შპს ,,ნაისს”, შპს ,,ეს კა ჯგუფს”, ფეიქრების ქ. 14ა-ში - სს ,,ქალაქგაფორმება”-ს, შპს ,,ჯი არ სი”-ს, შპს ,,გინს”, შავლეგი ჩაგინავა-ს მცირე კომერციულ ობიექტს, ფეიქრების 1შ. 2-ში მდებარე შპს ,,ქონსთრაქშენ ჯგუფს”, შპს ,,ფოლადის სახლს”, ფეიქრების ქ. 21-ში მდებარე შპს ,,მარულას", წყალსადენის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ევროთრეიდს", შპს ,,ვატკოს", წყალსადენის ქ. 20-ში მცხოვრებ მოქ. გოგბერაშვილს, შპს ,,ირკო კაპიტალს“, შპს ,,ჯიბე“-სა და სხვა. გაზის მიწოდება შეუწყდება დიდი დიღმის ტერიტორიაზე, სოფ. დიღომი - 4000 მესხის I ჩიხი 2, I ჩიხი 2ა-ში მდებარე შპს "ზე-თაუერი"-ს საცხოვრებელი კორპუსის, I ჩიხი 3-ში მდებარე შპს ,,მალიკ ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, 4000 მესხის ქ. 2, 6-ში მდებარე შპს ,,იჯი გრუპ“-ის, 7, 8, 9, 9ა, 16, 12-ში საცხოვრებელი კორპუსების, ფარსადანის ქ. 9-ში (ფარსადანის ქ. 1) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, როსტევან მეფის ქ. 2-დან 14-ის ჩათვლით ლუწები, კენტები - 1, 3, 5, ასმათის ქ. 1, 4, 6, 8, 10, 11ბ, 11გ, 12, 13, 14, ასმათის ქუჩის ნაწილს (#1 დან #13-ის ჩათვლით - კენტი, #2-დან #18-ის ჩათვლით - ლუწი), ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 1ა, 4-6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, 4000 მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ჭაშნაგირის, დ. აღმაშენებლის XIII-კმ-ზე (ყოფ. ტურბაზის ტერიტორია) და მის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, დიდი დიღომი - ვეფხისტყაოსნის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,ხინმინ ინთერნეშენელ ინვესტმენტ გროუპ ლიმიტიდ კომპანი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ვეფხისტყაოსნის ქ. 16-ში მდებარე საცხ. კორპუსის, ვეფხისტყაოსნის ქ. 20, 22-24, 26, 26ა, 28, 32, 34, 36, დავით აღმაშენებლის ხეივანი 188-ში მდებარე შპს ,,გრადა”-ს, დავით აღმაშენებლის ხეივანი 194-ში მდებარე შპს ,,დიღომი 3”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, აკაკი ბელიაშვილის 2ჩ. 3, 2ჩ. 3ა, აკაკი ბელიაშვილის ქ. 40 (ბელიაშვილის II ჩიხი # 1), აკაკი ბელიაშვილის შეს. 12-ში (ეთერ ბოცვაძის ქ. 12) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ლუბლიანას ქ. 60-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, დისევის ქ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, გივი ჟვანიას ქ. 23-ში (ჯორჯ ბალანჩინის ქ. 18-ის მიმდებარედ) შპს ,,ნათან ბენ”-ის საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, გიორგი პაპაშვილის ქ. 11-ში მდებარე შპს ,,მარდიელი კაპიტალი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ნოდარ ბოხუას ქ.3-ში მდებარე შპს ,,ჰაუს დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსი, ნოდარ ბოხუას ქ. 5-ში (დავით აღმაშენებლის ხეივანი X კმ) მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, ლუბლიანას მე-3 ჩიხში საცხოვრებლი კორპუსი, კოტე ჩაჩავას ქ. 6-ში მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს, კ. ჩაჩავას ქ. 4-ში მდებარე შპს ,,არქი უნივერსალი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ნოდარ ბოხუას ქ. 10-ში (იგივე ჩაჩავას ქ. 2-4-6-8-10) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, კ. ჩაჩავას ქუჩაზე - შპს “სოფია გოლდ კომპანი”-ს, შ.პ.ს. “ელექტრო მონტაჟ სერვისს”, შპს “უნიმედს”, შ.პ.ს. “იმკ 91”-სდა მიმდებარედ - ლუბლიანას ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის რამოდენიმე აბონენტს, აგრეთვე აკაკი ბელიაშვილის ქ. 6, 8, 104, 106, დისევის ქ. 5-ში (ლუბლიანას ქ. 21-მე-2 ბავშვთა საავადმყოფო) მდებარე შენობაში შესახლებულ დევნილ მოსახლეობას, ლუბლიანას ქ. 21-ის მიმდებარედ (აკაკი ბელიაშვილის III ჩიხი 10) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აღმაშენებლის ხეივანი 10 კმ-ზე მცხოვრები მოქ. ლომთათიძე (ც-469, აბ: 421203), ლუბლიანას ქ. 21-ის ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, შპს ,,ბაზი”, შპს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, კ. ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი, შპს ,,პირველი ნაბიჯი საქართველო”, ააიპ ,,ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი”, ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ბობ უოლშის ქ. 26-ში მდებარე შპს ,,ქორბუილდს”-ის საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, დ. აღმაშენებლის ხეივანში XII კმ-ზე მდებარე შპს ,,თეგეტა მოტორსის” მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, შპს ,,საქართველოს ნერგებს”, ი/მ გოჩა ნიკოლეიშვილის მცირე კომერციულ ობიექტს – სასტუმროს, დავით აღმაშენებლის ხეივანის VII კმ-ზე (დისევის I ჩიხი 2) მდებარე რამაზ ჯავახაძის საცხოვრებელ სახლებს, გვირილების, გ. პაპაშვილის, ჯ. შალიკაშვილის ქუჩების, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 11ა-ში მცხოვრებ მოქ. დიმიტრი აბულაშვილს, ასევე დიღომი-გლდანის შემაერთებელ გზაზე განთავსებულ ლალი გოლიაძის მცირე კომერციულ ობიექტს, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,სპორტმშენსერვისს”, ააიპ ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას”, შპს ,,კორპორაცია აი სი არ“-ს, დავით აღმაშენებლის ხეივანის VII კმ, ნაკვ. 001/086-ში მდებარე შპს ,,ჯავა”-ს მცირე კომერციულ ობიექტს, დავით აღმაშენებლის ხეივანის 119ა-ში ბესიკ უბილავას მცირე კომერციულ ფართს, ჯორჯ ბალანჩინის ქ. 38-ში მდებარე შპს ,,როიალ თრედინგ გრუფს”, დიდი დიღმისა და გლდანის შემაერთებელ გზაზე მდებარე შპს ,,ზ.მ”-ის მცირე კომერციულ ობიექტს, შპს ,,სპეცსამშენებლო სამონტაჟო კომპანია მიშელი”, შპს ,,თერმორუმი”, შპს ,,ელგრო მოტორსი”, ქიმიური კომპანია ,,გეოჯემი”, შპს ,,მონტაჟ ჯორჯია”, შპს ,,თრეიდლაინი”, შპს ,,ისთეითი”, შპს ,,ბომა“, შპს ,,კიკი”, მოქ. მურთაზ ვეშაგურის მცირე კომერციულ ობიექტს, შპს ,,მაქს კომფორტს“, სს ,,მ-პროდაქტს”, შპს ,,თერმარსენალს”, შპს ,,ნიუ მოტორსს”, შპს ,,ბიესი”-ს, შპს ,,თეკლე 2024“-ს, შპს ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, შპს ,,ქართულ-ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტს”, დავით აღმაშენებლის ხეივანის XII კმ-ზე მდებარე შპს ,,პატრიოტს", დავით აღმაშენებლის ხეივანი 198-ში მდებარე შპს ,,ნიკი"-ს, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ბიზნეს სახლს”, შპს ,,ჰობ დეველოპმენტს”, შპს ,,მაქსთერმს”, შპს ,,თეგეტა მოტორსს”, შპს ,,SMART GROUP”-ს, საპროტეზო ორთოპედიულ ცენტრს, ი/მ დავით თურქაძეს, გვირილების ქუჩაზე შპს ,,ქლინ ფლეისს”, თარ ღუდუშაურის სახელობიდ ეროვნული კლინიკა, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, კლუბი ,,დინამო”, შპს ,,ვიაიპი” სტომატოლოგიას, ი.მ კახაბერ კიკორია, შპს ,,სტეპლაინი”, შპს ,,ედესი”, ფ/პ მათიაშვილი, შპს ,,ავტოკომფორტი”, შპს ,,შპს ბ & დ კომპანი, შპს ,,კომფორტ რენტი”, შპს ,,გრინვეი საქართველო”, შპს ,,აგრომეტი”, ი/მ შოთა თალაკვაძე, შპს ,მაქს კომფორტი”, შპს ,,ჯეო ტურანი”, შპს ,თეკლა 2004”, შპს ,,ტექნო ბუმს”, შპს ,,მაკდონალდს” (შპს"თ და კ რესტორნები"), შპს ,,ვ-ჯეო რესტორნებს“, ღვინის ლაბორატორიას, შპს ,,ბელაჯიოს“, შპს ,,სტრადა მოტორსს”, შპს ,,ბელო და კომპანიას”,შპს ,,ოტო მოტორსს“, ფ/პ თამარ მაღლაფერიძეს, შპს ,,თერმოინდუსტრიას”, ფ/პ ,,თამარ მაღლაფერიძე”, შპს ,,მაქს კომფორტს", შპს ,,ბიზნეს-ცენტრი ბელიაშვილზე”, ვეფხისტყაოსნის ქ. 15-ში მდებარე შპს ,,დანა 1501”-ს, შპს ,,გივის დუქანი”, შპს ,,თბილისი ორიენტალი”, შპს ,,ძველი უბანი”, შპს ,,ავტოსერვის კლუბი”, შპს ,,შვიდი ვაინ”, ასევე გაზმოამრაგება შეუწყდება დ. აღმაშენებლის ხეივანში განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,დიო”, შპს ,,ელ თი”, შპს ,,შთალა” (რესტორანი), სს ,,გრინვეი საქართველო”, შპს ,,მათემოტორსი“, შპს ,,ოთო მოტორსი“, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, შპს ,,გრიგალი-10” (რესტორანი ,,ფორტუნა”), შპს ,,ენგადი“, შპს ,,მიდეა” (ი/მ კახა გაბრიჭიძე), შპს ,,ტექნოჰაუსი”, შპს ,,გრადიენტი”, შპს ,,ელ ჯი ჯი”, შპს ,,არბათი ჯგუფი“, შპს ,,კერხერს“ და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს - 19 ივნისის 12:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 საათამდე. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.  თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:  ცხელი ხაზი: +995 32 2404004.სწრაფი რეაგირების სამსახური 114.

✕