პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
ცნობილია, რომ მესამე სეზონში სულ 16 მონაწილე იქნება. ერთ-ერთი მონაწილე ლუკა შაფაქიძეა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.
ვინ არის ლუკა?
მე ლუკა შაფაქიძე 24 წლის, ხალხი მეორე სახელით „სთარბოითაც“ მიცნობს. „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება პირველ სეზონშიც შემომთავაზეს, თუმცა არ ვიყავი დაინტერესებული. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ფსიქოლოგიას სხვა კუთხით ვუყურებ. ამ პროფესიით არ მიმუშავია, თუმცა ვთვლი, რომ ბევრ რამეში გამომადგა. ვარ კარგი მეგობარი, მრჩეველი, შემიძლია ადამიანებს ავუმაღლო თვითშეფასება, რაც ძალიან კარგად გამომდის.
დღეს რითი ხარ დაკავებული?
დღეს ვქმნი მუსიკას, პარალელურად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მალე გამოვა ჩემი და თი მაჭავარიანის სიმღერა. ასევე მე და სალომე კაპანაძეც ვმუშაობთ სიმღერაზე. ახლა მირჩევნია, რომ შევქმნა ისეთი მუსიკა, რომლითაც ჩემს სათქმელს ვიტყვი.
როგორია ლუკა რეალურ ცხოვრებაში?
ვარ ძალიან ლოიალური, ძალიან ხშირად ვსაუბრობ ზოგადსაკაცობრიო თემებზე და პრობლემატურ საკითხებზე, არ მიყვარს, როცა ვინმე იჩაგრება, არ მიყვარს უსამართლობა ყოველთვის ვცდილობ ტოლერანტობას გავუწიო პროპაგანდა.
ძალიან დაკომპლექსებული ბავშვი ვიყავი, ახლა არ მეტყობა რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე. ვიყავი 125 კილო და „დუკანის“ დიეტით დავიკელი, რომელსაც არავის არ ვურჩევ. ეს ყველაფერი დედაჩემის გარდაცვალებას დაემთხვა, რაღაცაში მინდოდა ეს სტრესი გადამეტანა დავიწყე მუსიკის კეთება, დავიწყე გარეგნობაზე ფიქრი, ვეცადე ისეთ რაღაცებზე გადამერთო ფიქრი რაც არ მაფიქრებიდნებდა ტრავმულ საკითხებზე.
დედა რითი გარდაიცვალა?
დედა სიმსივნით გარდაიცვალა, თუმცა საზოგადოებას მინდა ის მესიჯი მივაწოდო, რომ მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი გულისტკენისა და იმედგაცრუებისა ხალხმა მინდა გაიაზროს, რომ 21-ე საუკუნეში სიმსივნე სიკვდილის განაჩენი არ არის.
ვიზუალის გამო თუ გაუკრიტიკებიხართ?
არ ვთვლი, რომ მაქვს გამორჩეული ვიზუალი. ჩემი ვიზუალი მუსიკასთან არის კავშირში.
რატომ უნდა დაგიჭიროს მაყურებელმა მხარი?
საზოგადოებისთვის მგონია, რომ ვიქნები საინტერესო საყურებელი, იმიტომ რომ ვერცერთ მონაწილესთან გავავლებ პარალელს. პროექტში არ ვაპირებ, რომ დავმალო ჩემი თავი და საკუთარი აზრი.