მსახიობ ტომ ჰოლანდს აშშ-ში, ერთ-ერთ მაღაზიაში საკუთარი წარმოების ლუდი არ მიჰყიდეს

ტომ ჰოლანდი

მსახიობმა ტომ ჰოლანდმა აშშ-ში მაღაზიაში საკუთარი წარმოების უალკოჰოლო ლუდის ყიდვა სცადა, თუმცა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მაღაზიაში არ მიიღეს და ლუდიც არ მიჰყიდეს. ინფორმაციას People ავრცელებს.

სასაცილო ისტორიის შესახებ „სპაიდერმენის“ 28 წლის ვარსკვლავმა ფანებს ინფორმაცია Instagram სთორის საშუალებით გაუზიარა.

„მაღაზიაში ჩემს პირადობას არ იღებდნენ, რადგან ბრიტანულია. მე კი ჩემი ასაკის დამტკიცებას ვერ ვახერხებდი. ცოტა ირონიულია, საკუთარი პროდუქტის ყიდვას ვერ ვახერხებდი“,- განაცხადა ჰოლანდმა.

საბოლოოდ მსახიობმა ლუდი სხვა მაღაზიაში იყიდა.