„მომიყვანეს გოგონა, რომელსაც პირიდან ქაფები გადმოსდიოდა... მე მას ვუმკურნალე“ - ანი ყიფშიძე

ანი

პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე ანი ყიფშიძე „ღამის პრაიმ-თაიმთან“ თავის განსაკუთრებულ ნიჭზე საუბრობს, რომელიც როგორც თავად ამბობს, ბებიისგან გენეტიკურად მიიღო. 

„ეს ენერგეტიკა მე აღმოვაჩინე ბავშვობაში, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. ვხედავდი სილუეტებს, ვგრძნობდი სუნს, ვხედავდი რამდენიმე ფერს. როცა ადამიანი უნდა გარდაიცვალოს რამდენიმე დღით ადრე ვგრძნობ უცნაურ სუნს. უფრო წააგავს საკმევლის სუნს. რაღაც, რომ უნდა მოხდეს ვხედავ სილუეტებს და მეტირება, ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა დაემართოს. არ მინდა ხოლმე ეს მოხდეს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. 

ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი სახლში, ვსაუბრობდით და უცებ თვალი, რომ დავხუჭე დავინახე მისი სილუეტი, თუ როგორ მოხვდა ავარიაში. ის მართლა მოხვდა ავარიაში, საბედნიეროდ გადარჩა.

ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, შეიძლება უცებ ქუჩაში დავინახო და მომეჩვენოს მის სხეულზე ლაქები. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს დაბინძურებული სამყარო და მას რაღაც რაღაც საფრთხე ემუქრება. 

მომიყვანეს გოგონა, რომელსაც პირიდან ქაფები გადმოსდიოდა, ძალიან შავი მაგიით დაავადებული სინდრომი ჰქონდა. მე მას ვუმკურნალე ჩემი ლოცვებით, სანთლის დანთებით და ლამაზი ენერგეტიკით. ეს ადამიანი განიკურნა, დღეს დღეობით ძალიან ბედნიერია...“, - ჰყვება ანი ყიფშიძე.